"ყველა ქალს ვულოცავ 8 მარტს. თქვენ ლამაზები, ძლიერები და შთამაგონებლები ხართ, არასდროს დაკარგოთ მოტივაცია, ყოველთვის იბრწყინეთ", - ამ წარწერით აზიარებს პოსტს ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში და საზოგადოებას ქალტა დღეს ულოცავს.

ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძე მეუღლესთან, კახა კალაძესთან და უმცროს შვილთან, ნიკოლასთან ერთად დუბაიდან საქართველოში დაბრუნდა. ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობის გამო, სხვა ქართველების მსგავსად, კალაძეების ოჯახსაც მოუწია რამდენიმე დღის გატარება იზოლაციაში.
"ჩემო ლამაზო მეგობრებო, მთელი გულით მადლობას გიხდით ყველას, ვინც მოგვიკითხა. თქვენი შეტყობინებები, ზარები და მზრუნველობა ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. მე და ჩემი ოჯახი ახლა უსაფრთხოდ ვართ. მანქანით გავემგზავრეთ ომანში, შემდეგ კი რიადში გავფრინდით. მალე ვგეგმავთ თურქეთიდან სახლში დაბრუნებას.
ყველას გისურვებთ მშვიდობას და უსაფრთხოებას", - წერდა მოგვიანებით ანუკი არეშიძე.

ანუკიარეშიძე დაიბადა 1989 წლის 1 ივლისს თბილისში. მისი ადრეული წლები გამოირჩეოდა მოდის სამყაროს შესწავლისა და გაგების სურვილით, რამაც საბოლოოდ მიიყვანა იგი ამ სფეროში ფორმალური განათლების მიღებისკენ.
თავისი უნარების დახვეწისა და გლობალური მოდის ინდუსტრიის უფრო ღრმად შეცნობის მიზნით, არეშიძე იტალიაში გაემგზავრა, სადაც ჩაირიცხა ცნობილ მოდის სკოლებში. სწავლობდა Istituto Marangoni-სა და Accademia del Lusso-ში მილანში.
2013 წელს, 23 წლის ასაკში, ანუკი არეშიძე დაბრუნდა საქართველოში და გადაწყვიტა გაბედული გადაედგა მოდის სამყაროში საკუთარი ბრენდის, ANOUKI-ს გამოშვებით. ბრენდი შექმნილია იმისთვის, რომ შესთავაზოს მზა ტანსაცმლის კოლექციები, რომლებიც პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ქართველ მომხმარებლებში, არამედ უფრო ფართო საერთაშორისო აუდიტორიაშიც.ANOUKI-ს კოლექციებში ხშირად არის ცოცხალი ფერები, მდიდრული ქსოვილები და რთული დეტალები.
გარდა პროფესიული წარმატებისა, არეშიძის სოციალურ მედიაში ყოფნამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ANOUKI-ს პოპულარობის ზრდაში. მისმა ინსტაგრამის ანგარიშმა (@anoukigold) მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა, სადაც ის ხშირად აზიარებს სიახლეებს მისი კოლექციების და პირადი ცხოვრების შესახებ.
ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს: “მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ - ამბობდა ანუკი.
ანუკი და კახა 4 ვაჟის მშობლები არიან. ისინი ხშირად უზიარებენ გამომწერებს შვილების ვიდეოებს. მათი უფროსი ვაჟი, ლევანი მამის, კახა კალაძის მსგავსად, ფეხბურთელია, რომელიც სამტრედიაში თამაშობს.