ცნობილი წყვილის ფოტოები მზიანი კალიფორნიიდან: ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა - Marao

ცნობილი წყვილის ფოტოები მზიანი კალიფორნიიდან: ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა

2026-03-10 10:30:27+04:00

ცოტ ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი დაოჯახდა, მისი რჩეული მოდელი, ჩოგბურთელი კარლოტა ელენაა. კარლოტა ნიკოლოზის მწვრთნელია და მნიშვნელოვანი მატჩების დროს ყოველთვის მის გვერდითაა.

გამონაკლისი არც ბასილაშვილის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული კადრებია - წყვილი კალიფორნიაში ერთად იმყოფება. ნიკოლოზი Indian Wells Open-ის ტურნირში იღებს მონაწილეობას. 

ინდიან-უელსის მასტერსი (Indian Wells Open), რომლის სპონსორიცაა BNP Paribas და ცნობილია როგორც BNP Paribas Open, არის ყოველწლიური პროფესიონალური საჩოგბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება ინდიან-უელსში, კალიფორნიაში, აშშ. 

"ჩოგბურთის სამოთხეში ჩამოვედი დასასვენებლად" - წერს კარლოტა ელენა და ფოტოებს გვიზიარებს. 

nikoloz-basilashvili

nikoloz-basilashvili

nikoloz-basilashvili

  • ბასილაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ პირადი ცხოვრების შესახებ: "ჩემი დაბრუნება და წარმატება კარლოტას დიდი დამსახურებაცაა" 

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა

ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოში არამხოლოდ მისი სპორტული კარიერის, არამედ ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამოც იცნობენ, რამდენიმე წლის წინ მისმა ყოფილმა მეუღლემ, მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ხანგრძლივი და დაძაბული განხილვების შემდეგ, რომლებსაც მედიაც აქტიურად აშუქებდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა. 

მოწმის სახის დასაკითხად საქართველოში იმყოფებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული, წარმოშობით გერმანელი სპორტსმენი კარლოტა ელენაც. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული კარლოტა ელენაა. ის გერმანელი სპორტსმენია. გერმანელმა გოგონამ ნიკოლოზის თაყვანისმცემლების ყურადღებაც მიიქცია. კარლოტა საქართველოს ხშირად სტუმრობს, იცნობს ნიკოლოზის ოჯახსაც და მეგობრობს ჩოგბურთელის ძმის ცოლთან, მაცო ჩოფიკაშვილთან.

  • "40 ათას დოლარს მიხდის თვეში ნიკოლოზ ბასილაშვილი, რატომ არ უნდა გადამიხადოს, ვისზე ნაკლები ქალი ვარ?!" - ნეკა დოროყაშვილი ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაზე 

nikoloz-basilashvili

  • "იცით, როგორ ვგრძნობდი თავს, აი, მარიტას რომ ტალახს ესვრიან" - ნეკა დოროყაშვილის ვრცელი ინტერვიუ ნიკოლოზ ბასილაშვილზე, ოჯახსა და განვლილ ცხოვრებაზე 

გერმანული გამოცემები წერენ, რომ ჩოგბურთელობა კარლოტას ბავშვობის ოცნება იყო და ამ ოცნების ასახდენად ყველაფერს აკეთებდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ტრავმის გამო ის აქტიური სპორტსმენი ვერ გახდა, თუმცა დარჩა ამ სპორტში და წარმატებით ითავსებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ასისტენტობას. 

კარლოტა ელენა გერმანიაში ცნობილი მოდელია. მას ბოლო წლების მანძილზე არაერთ ცნობილ ბრენდთან უთანამშრომლია და ხშირად იღებს მონაწილეობას რეკლამებშიც. მისი ქონება დაახლოებით 1 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

კარლოტა ელენა მოგზაურობის მოყვარულია, რაც მისი სოციალური ქსელებიდან აშკარაა. გოგონა მეგობრებსა და მეგობარ მამაკაცთან ერთად ხშირად მოგზაურობს ტროპიკულ ქვეყნებში, აქვეყნებს ფოტოებს მზიანი სანაპიროებიდან და გატაცებულია სერფინგითაც. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენე ცოტა ხნის წინ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ - ნიკოლოზმა რჩეულს ხელი გერმანიაში სთხოვა.