2026 წლის 8 ყველაზე აქტუალური ვარცხნილობა: რას გვირჩევენ წამყვანი სტილისტები - ფერები, ფორმები, სტილი - Marao

2026 წლის 8 ყველაზე აქტუალური ვარცხნილობა: რას გვირჩევენ წამყვანი სტილისტები - ფერები, ფორმები, სტილი

2026-03-10 12:25:29+04:00

მზად ხართ ახალ წელს თმის სტილის რადიკალური ცვლილებისთვის თუ უბრალოდ მცირე, თანამედროვე შტრიხის დამატება გსურთ? წამყვანი სტილისტები და კოლორისტები გვიზიარებენ იმ ვარცხნილობებსა და ფერებს, რომლებიც წელს ვირუსულად გავრცელდება.

varcxniloba

  • Architectural Layer Cut

სელებრითების სტილისტი როდრიგო პადილია ამ სტილს აღწერს, როგორც "სუფთა სილუეტს შინაგანი სიმსუბუქითა და სკულპტურული მოძრაობით". მაგალითად სუკი უოტერჰაუსის ვარცხნილობა გამოდგება: გარე კონტური მკაფიოა, შიდა ფენები კი თმას ჰაეროვნებასა და სირბილეს მატებს.

  • შორენა ბეგაშვილის გულწრფელი რეკომენდაცია: საუკეთესო რჩევა სახის კანის მოვლისთვის

varcxniloba

  • Liquid Contour Bob

ეს არის კლასიკური ბობის თანამედროვე ვერსია - ერთი სიგრძის ან  მსუბუქად აჩეხილი ჭრა, რომელიც სარკისებური ბზინვარებით სრულდება. ის ხაზს უსვამს ყბის ხაზს და სახის სტრუქტურას. ტაილა (Tyla) ამ ტრენდის ერთ-ერთი პირველი მიმდევარია.

varcxniloba

  • "18 კილო დავიკელი, მაგრამ ეს არ იყო დიდი დიეტების, დიდი ვარჯიშების შედეგი" - როგორ დაიკლო ია ფარულავამ
  • Deep Brunette

პადილია ამ ფერებს "მუზეუმის ტონებს" უწოდებს. ეს არის მდიდარი ყავისფერი ტონები: ესპრესო, კაკაო და მელნისფერი შავი. სტილისტ სტეფანი ანჯელონეს თქმით, ეს ტრენდი თმის ჯანმრთელობაზე ზრუნვამაც გამოიწვია - მუქ ფერზე გადასვლა თმას აგრესიული გამაღიავებლებისგან ასვენებს და მას ბუნებრივ ბზინვარებას უბრუნებს.

varcxniloba

  • Sculpted Ponytail

კლასიკური მაღალი "ცხენის კუდი" (როგორიც კერი ვაშინგტონს აქვს) კვლავ მოდაშია. მთავარი აქცენტი იდეალურად დაფიქსირებულ ბაზასა და ერთ გამორჩეულ დეტალზე კეთდება, იქნება ეს ლამაზი ბაფთა თუ მინიმალისტური სამაგრი.

varcxniloba

  • Headscarves

"თავსაფრები ანაცვლებს ტიპურ თმის სამაგრებს (აბადოკებს)", - ამბობს ანჯელონე. ეს აქსესუარი ძალიან მრავალფეროვანია და სახის ფორმის გამოსაკვეთად გამოიყენება. ტრენდმა კოპენჰაგენის მოდის კვირეულიდან პირდაპირ ყოველდღიურობაში გადმოინაცვლა.

varcxniloba

  • Butterfly Cut

საბრინა კარპენტერის საფირმო ვარცხნილობაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ეს სტილი ნებისმიერ სიგრძესა და ტექსტურას უხდება, რადგან დამატებული ფენები და "ფარდა" ჩოლკა (curtain bangs) თმას განსაკუთრებულ შარმს ჰმატებს.

varcxniloba

  • Curtain Bangs

თუ მკვეთრად მოჭრილი ჩოლკა ყველას არ უხდება, "ფარდა" ჩოლკა გაცილებით პრაქტიკულია. სტილისტ ჯოზეფ მეინის თქმით, ის ლამაზად იზრდება და სახის თითქმის ყველა ფორმას ერგება, რადგან თმას რბილ და დახვეწილ იერს სძენს.

varcxniloba

  • Color-Melting

ერთგვაროვანი, ბრტყელი ფერების დრო წარსულს ჩაბარდა. მულტიგანზომილებიანი შეღებვა საშუალებას იძლევა, რამდენიმე ტონი ერთმანეთში ბუნებრივად გადავიდეს. მაგალითად, რიტა ჰაზანმა ჯესიკა სიმპსონის ტრადიციული ქერა "ცხელი შოკოლადის" ტონებში გადაიყვანა, სადაც მუქი და ღია ფერები ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.

varcxniloba