კიმ კარდაშიანს გოგონა ეყოლა – პატარა ზედგამოჭრილი დედაა (+ფოტო) - Marao

კიმ კარდაშიანს გოგონა ეყოლა – პატარა ზედგამოჭრილი დედაა (+ფოტო)

2013-06-18 13:01:58+04:00

კიმ კარდაშიანი და მისი რეპერი მეგობარი კენიე უესტი მშობლები გახდნენ. მათი ქალიშვილი დადგენილ დროზე ერთი თვით ადრე დაიბადა. ექიმები იძულებულები იყვნენ, 32 წლის კიმისთვის საკეისრო გაეკეთებინათ. ამბობენ, რომ გოგონა საოცრად ჰგავს დედას.

(აქვე გთავაზობთ კიმის ბავშვობის ფოტოგალერეას)

ამჟამად ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ, თუმცა გოგონა ჯერჯერობით ინკუბატორში იმყოფება.

სხვათა შორის, პატარას დაბადება დაემთხვა მამის დღეს, რომელიც აშშ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მამიკო კენიემ ნამდვილად საუკეთესო საჩუქარი მიიღო ამ დღის აღსანიშნავად. რას დაარქმევენ ახალგაზრდა მშობლები ქალიშვილს, ჯერჯერობით უცნობია.

მასალის წყარო: thesun.co.uk