ნანუკა გოგიჩაიშვილი პატარა ასაკიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ის გიორგი გოგიჩაიშვილისა და ნათია ბანძელაძის უფროსი ქალიშვილია. ნანუკამ 2015 წელს "ვიცე-მის საქართველოს" ტიტული მოიპოვა. 2020 წელს კი ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე დაქორწინდა, წყვილს ორი შვილი, აივი-ნიკოლი და ავა ჰყავს. ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ, თუმცა საქართველოსთან მჭიდრო კავშირს ყოველთვის ინარჩუნებდნენ.
ნანუკა სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად 2022 წელს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ვინაიდან წყვილი საჯაროდ ერთად იშვიათად ჩნდება, მათი კადრები ყოველთვის დიდ სიყვარულსა და მოწონებას იმსახურებს.

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი ბავშვობიდან პოპულარობით სარგებლობდა, რაც მისი ოჯახით იყო განპირობებული. ბებია და ბაბუა მსახიობები, იოსებ გოგიჩაიშვილი და ნანა დათუნაშვილი არიან, დედა და მამა კი - გიორგი გოგიჩაიშვილი და ნათია ბანძელაძე.
ნანუკას წარმატებულ კარიერასთან ერთად ბედნიერი ოჯახი აქვს - მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკოლოზ ნაყოფიაა. წყვილს ორი ქალიშვილი, აივი-ნიკოლი და ავა ჰყავს.
„ცოლობაზე დავთანხმდი ჩემი ოცნების მამაკაცს“, - წერდა ნანუკა 2019 წელს. ნიკა ნაყოფია ცნობილი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას ვაჟია. ნიკასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მისი პირველი მეუღლე „მის საქართველო 2008“ ხათუნა სხირტლაძე იყო.
ნანუკამ და ნიკოლოზმა 2020 წლის 19 სექტემბერს კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. წყვილი ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, ახლა კი დროებით საქართველოში დაბრუნდა.
ჯვრისწერის თარიღი, 19 რიცხვი, წყვილისთვის სიმბოლურია - ყოველი თვის 19 რიცხვში ნიკოლოზი ნანუკას და უკვე შვილებს, აივისა და ავას, თაიგულებს უგზავნის. თაიგულები ყოველთვის განსხვავებულია და, როგორც ნანუკა ამბობს, მათი სიყვარულს ასახავს.

ნანუკა 2015 წელს "ვიცე-მის საქართველო" გახდა. ის დაოჯახების შემდეგ სამოდელო კარიერას ჩამოშორდა და ბიზნესში გადაინაცვლა. მან შექმნა სამკაულების ბრენდი "aquabynanuka".
"aquabynanuka ყოველთვის იყო ჩემთვის ღრმად პირადი მოგზაურობა და ამ კოლექციის თქვენთვის გაზიარება ამაღელვებელია. თითოეული მათგანი ასახავს ჩემი სულის ნაწილს და ვიმედოვნებ, რომ ის ისეთივე სასიამოვნოა თქვენთვის, როგორც ჩემთვის", - წერდა ნანუკა.
ნანუკა გოგიჩაიშვილმა ძალები მხატვრობაშიც მოსინჯა და რამდენიმე პერსონალური გამოფენაც გააკეთა. ახლა კი, როცა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა, სულ ახალ წამოწყებას მოჰკიდა ხელი - ნანუკა ბებიასთან, ნანა დათუნაშვილთან და შვილებთან ერთად მოკლე საბავშვო ვიდეოებს ქმნის, საიდანაც დედებსა და შვილებს ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მიღება, გართობა და დროის სასიამოვნოდ გატარება შეუძლიათ. აი, ნანუკასა და მისი უსაყვარლესი გოგონების არხი.