"ბიძინა ივანიშვილმა გა­და­არ­ჩი­ნა ჩემი ცხოვ­რე­ბა, ჩემი შვი­ლე­ბი და პი­რა­დად მე" - რა შემთვევას იხსენებს სალომე გოგიაშვილი - Marao

"ბიძინა ივანიშვილმა გა­და­არ­ჩი­ნა ჩემი ცხოვ­რე­ბა, ჩემი შვი­ლე­ბი და პი­რა­დად მე" - რა შემთვევას იხსენებს სალომე გოგიაშვილი

2026-03-11 16:05:09+04:00

სალომე გოგიაშვილი ბოლო დროს მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, რაც, მეტწილად, მისი პირადი ცხოვრების გამო ხდება. სალომე გოგიაშვილმა საჯაროდ ისაუბრა განქორწინებაზე, დაშორების მიზეზებზე, ამასთან, მისი და მოდელი ლიკა შენგელიას კონფლიქტი გასცდა პირად საზღვრებს და ამ თემაზე უცნობი ადამიანებიც ღიად გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებებს. 

  • "დიდი ხნის წინ უნდა წამოვსულიყავი, ძალიან ბევრი მტკივნეული რამ მახსენდება" - რას ამბობს სალომე გოგიაშვილი მეუღლესთან დაშორების შემდეგ

ამ საჯარო განცხადებების ფონზე, სალომე გოგიაშვილი კიდევ უფრო საინტერესო სტუმარი გახდა პოპულარული შოუებისა და პოდკასტებისთვის. ამჯერად ის სწორედ თემურ ებიტაშვილის პოდკასტის სტუმარია. სალომე გოგიაშვილმა განქორწინებისა და პირადი ცხოვრების გარდა, პოლიტიკურ შეხედულებებზეც ისაუბრა. მისი პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ბულინგი მისი მმართველი პარტიისადმი მხარდაჭერით გამოწვეული, საკმაოდ ვრცელი აღმოჩნდა.

salome-gogiashvili

სალომე გოგიაშვილი აღნიშნავს, რომ რომ არა მისი გაცხადებული პოლიტიკური არჩევანი, ბულინგის ტალღა მის მიმართ შეიძლება საერთოდ არ აგორებულიყო, თუმცა ეს მისთვის ერთეულების საკითხია. რას გულისხმობს ერთგულებაში, ამაზე დეტალურად ისაუბრა: 

სალომე გოგიაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ 

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ჩემს ოჯახს დიდი ხნის ურთიერთობა აქვს. ჯერ არა­ვინ არ იცო­და მისი სახელი, რო­დე­საც ჩემი ოჯა­ხი მის ოჯახ­თან მე­გობ­რობ­და. შემ­დეგ, სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი ცხოვ­რე­ბა ისე წა­რი­მარ­თა, რომ მე დამ­ჭირ­და დახ­მა­რე­ბა. ადა­მი­ა­ნი გვერ­დში რომ და­გიდ­გე­ბა, იმ ადა­მი­ა­ნის მად­ლი­ე­რი უნდა იყო. მე პარ­ტი­ის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი კი არ ვარ, ამ კა­ცის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ, კა­ცის, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბა გა­და­მირ­ჩი­ნა, კა­ცის, რო­მელ­მაც ჩემი შვი­ლე­ბი გა­და­არ­ჩი­ნა”, - აღნიშნავს სალომე გოგიაშვილი. 

როგორც სალომე გოგიაშვილი იხსენებს, წლების წინ, როცა მის სახელზე ბაკში სესხი იყო, სახლის დაკარგვის საფრთხეს ქმნიდა. ამბობს, რომ ბანკის უფროსი მისი მამის მეგობარი იყო, რომელსაც შუამავლების დახმარებით, შეუთვალა, რომ სესხი 20 წელზე გადაენაწილებინათ. თუმცა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს. იყო კიდევ რამდენიმე მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ.  

  • "რაღაცებს ვნანობ... ნიკოს ბოდიშს მოვუხდიდი იმისთვის, რომ გული ვატკინე" - რას იხსენებს ეკა ნიჟარაძე ნიკო გომელაურზე

“სწო­რედ გა­მი­გეთ, ჩემ­თვის ეს იყო სიკ­ვდი­ლის ტოლფასი. იქამ­დე დახ­მა­რე­ბა არას­დროს არ მი­თხო­ვია. ვე­ძებ­დი გზებს, რომ იქ­ნებ რა­მე­ნა­ი­რად ეს სეს­ხი, რომ­ლის გა­მოც ვკარ­გავ­დი სახ­ლს, რა­ღაც­ნა­ი­რად გა­და­მე­თა­მა­შე­ბი­ნა ისე, რომ შემ­ძლე­ბო­და ამის გა­დახ­და. სა­ერ­თოდ არა­ვინ არ გა­მოჩ­ნდა”.

სალომე გოგიაშვილი იხსენებს, რომ დახმარების სათხოვნელად ბიძინა ივანიშვილთანაც მივიდა - ის სესხის განულებას არ ითხოვდა, ივანიშვილს სესხის ერთი ბანკიდან მეორეში გადატანა და გადავადება სთხოვა. 

gogiashvili

„ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, როცა ადა­მი­ა­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ იყო ვალ­დე­ბუ­ლი, რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ჩემ­თვის რამე - არა­ვინ არ არის ზო­გა­დად არა­ვის წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლი. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, რომ და­მი­რე­კა და მკითხა, ბავ­შვო­ბა­ში კოშ­მა­რი თუ გე­სიზ­მრე­ბო­დაო. ვერ მივ­ხვდი, რა შუ­ა­ში იყო ახლა კოშ­მა­რი. ვუ­თხა­რი, კი-მეთ­ქი. ვინ გე­სიზ­მრე­ბო­დაო და, ვი­ღა­ცა ქალი-მეთ­ქი. ჩათ­ვა­ლე, რომ ეს კოშ­მა­რი დღეს დამ­თავ­რდა და ახლა იცხოვ­რე მშვი­დადო”, - იხსენებს გოგიაშვილი. 

  • "ქალი არის ის ადამიანი, რომელიც ბადებს სიცოცხლეს და ამაზე დიდი როლი რა უნდა იყოს ამ ქვეყანაზე" - ნინი გოგიჩაიშვილი ქალის როლზე

„კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, მე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ქო­მა­გი კი არ ვარ, მე ვარ მისი ლი­დე­რის ქო­მა­გი. მე ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი სა­ნამ სული მიდ­გას. მან გა­და­არ­ჩი­ნა ჩემი ცხოვ­რე­ბა, ჩემი შვი­ლე­ბი და პი­რა­დად მე. თუ არას­წო­რად მო­იქ­ცე­ვი­ან მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი და თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბი, ეს არა­ფერ შუ­ა­ში არ არის ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას­თან".