ნინო კასრაძე დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობია. ნინო შვილებზე და, ზოგადად, ოჯახზე იშვიათად საუბრობს, თუმცა მისი ქალიშვილი, სალომე თოფურია დედის მსგავსად მსახიობია და მაყურებელმა სცენასა თუ ეკრანზე უკვე არაერთხელ იხილა. ის სერიალ "სეანსის" ერთ-ერთი მსახიობი იყო და რეზო ჩხიკვიშვილს უწევდა პარტნიორობას. სალომეს ნახვა "სამეფო უბნის თეატრის" სცენაზე შეგიძლიათ.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დედა-შვილის ახალი ფოტოები გავრცელდა. მათ "აფლელუ პარიზის" სარეკლამო გადაღებაში მიიღეს მონაწილეობა.



ნინო კასრაძე
ნინო კასრაძე დაიბადა 1970 წლის 3 მარტს, თბილისში. 1993 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო ამავე წლიდან. 90-იანი წლების ნინოს წარმატებული კარიერის დასაწყისად იქცა. სწორედ ამ პერიოდში ითამაშა მან არაერთი მნიშვნელოვანი როლი, მათ შორის, ფილმებში: „ორფეოსის სიკვდილი“, „მარტოობის ორდენის კავალერი“, „ნეტავ აღარ იწვიმოს“... მოგვიანებით იყო „გასეირნება ყარაბაღში“, „კომეტები“, სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები".
მან არაერთი დაუვიწყარი როლი შექმნა "რუსთაველის თეატრის" სცენაზე სპექტაკლებში - „ლისისტრატე“, „ელექტრა“, „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი“, „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“, „ჰამლეტი“, „მაკბეტი“ და სხვ.
ცოტამ თუ იცის, რომ ნინო ტყუპისცალია. მისი და, მაკა კასრაძე, ერთ-ერთ რადიოში წამყვანად მუშაობს. მსახიობობაზე ბავშვობიდან არ უოცნებია. როგორც ამბობდა, პროფესიის არჩევაში დიდი როლი სკოლამ ითამაშა. ალბათ, მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობი გახდებოდა.
ნინო სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება, თუმცა აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ხშირად აწყობს სალონურ საღამოებს და საყვარელ აუდიტორიასაც ხშირად ხვდება.
„მე ორი შვილი მყავს, გოგო - უფროსი, ბიჭი - უმცროსი. სანამ პატარები იყვნენ, მეგონა, რომ კარგი დედა ვარ. როცა დადგა ის ასაკი, რასაც თინეიჯერობას ვეძახით, მერე გამოჩნდა, რას ვთვლით ჩვენ კარგ მშობლობად და რას თვლიან თავად ბავშვები. მე ტანჯვით დავამთავრე მუსიკალური სკოლა და მეგონა, რომ ეს ჩემი შვილებისთვისაც აუცილებლობა იყო. 3-4 წლის შემდეგ თავისი გაიტანეს და არ იარეს.
სულ მეგონა, რომ საზღვარგარეთ წასვლა და იქ სწავლა წარმატების მთავარი ფორმულა იყო. აქ დაიწყო პრობლემები... ვინ არის თვითონ მოზარდი, რა უნდა, რისი სწავლა უნდა - ეს აღმოჩნდა ყველაზე რთული გასაგები. ამასობაში, პანდემიაც წამოგვეწია და ჩავიკეტეთ ერთ პატარა ქალაქში, თუმცა მაშინ ბავშვები საფრანგეთში სწავლობდნენ და სკოლა არც ერთ დღეს არ გაუცდენიათ. წაიკითხეთ სრულად