"ცხოვრება ელენეს გარეშე არ წარმომიდგენია" - მშვენიერი დედის უმშვენიერესი გოგონები: ანნა და ელენე შელიები The Diary-ის ობიექტივში - Marao

"ცხოვრება ელენეს გარეშე არ წარმომიდგენია" - მშვენიერი დედის უმშვენიერესი გოგონები: ანნა და ელენე შელიები The Diary-ის ობიექტივში

2026-03-11 17:01:47+04:00

მოდელ ლიკა კვარაცხელიას საქართველოში კარგად იცნობენ. მისი ერთი ფოტოც საკმარისია, რომ დარწმუნდეთ, რა საოცრად გამოიყურება ის. ლიკა რჩევებს თავის მოვლის, ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ხშირად აზიარებს. ის 40+ ასაკის ქალებისთვის მოტივაციაა, რომ არასდროს შეწყვიტონ როგორც გარეგნულ, ისე შინაგან ჰარმონიასა და სილამაზეზე ზრუნვა. 

ლიკა კვარაცხელია დაქორწინებულია ფეხბურთელ მურთაზ შელიაზე, მათ სამი შვილი, ანა, ელენე და დათუნა ჰყავთ. 

ცოტა ხნის წინ ანა და ელენე შელიები The Diary-ის გვერდზე გამოჩნდნენ. დებმა ცხოვრებაში ერთმანეთის როლსა და გავლენაზე ისაუბრეს: 

"რაც ჩემი თავი მახსოვს, ცხოვრება ელენეს გარეშე არ წარმომიდგენია. სტილითაც ვგავართ ერთმანეთს, ჩვენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე ყველაზე დიდი გავლენა დედას ჰქონდა. დეიდა ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ელის ძალიან უყვარს ელენე. მასთან ყოფნაც და საუბარიც განსაკუთრებით უყვარს," - ამბობს ანნა

"სულ მინდოდა ანნასნაირი ვყოფილიყავი, ყოველთვის ჩემი ინსპირაცია იყო. მას შემდეგ, რაც ელი გაჩნდა, მივხვდი, რას ნიშნავს ბავშვის სიყვარული," - ამბობს ელენე.

ana-shelia

ana-shelia

ანა შელიასა და ლაშა ლომიძის ოჯახი 

ჩვენს ქვეყანაში არაერთი ახალგაზრდა, ლამაზი და წარმატებული წყვილია, რომელთან შესახებაც ჩვენ ხშირად გიყვებით ხოლმე. ქვემოთ კი უფრო ახლოს გაგაცნობთ მოდელისა და მორგაბის წყვილს - ანა შელიასა და ლაშა ლომიძეს. მათი სიყვარული 7 წელს ითვლის და ისინი ორ უსაყვარლეს შვილს ზრდიან.

ანას მეუღლე მორაგბე ლაშა ლომიძეა. ლაშა 1992 წლის 30 ივნისს დაიბადა. ლაშა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მე-8 ნომერია. 2012 წელს საფრანგეთში გუნდ „მონტპელიეს“ შემადგენლობაში თამაშობდა. 2 წლის შემდეგ ფრანგულ „ბეზიერსში“ გადავიდა. 2017-2018 წლებში ლაშა ბრიტანულ კლუბში თამაშობდა, შემდეგ ლაციოში გადავიდა, 2020 წლიდან კი ფრანგულ კლუბში "DAX" თამაშობდა.

ანამ და ლაშამ 2018 წლის 19 მაისს დაიწერეს ჯვარი. სოციალურ ქსელში მათი ნიშნობის ფოტოებმა მალევე დაიმსახურა მოწონება. ანას ულამაზესი სადა აბრეშუმის კაბა ეცვა. მათ ორი უსაყვარლესი შვილი, ელი და ვატო ჰყავთ, რომლებიც საფრანგეთში დაიბადნენ. 

წყვილი შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობს. მშობლები ელის და ვატოს აღზრდაში აქტიურად არიან ჩართული და ანა სხვა დედებს სასარგებლო რჩევებსაც ხშირად აძლევს.