ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა ახალ ფოტოებს აშშ-დან აქვეყნებენ. წყვილი კალიფორნიაში ერთად იმყოფება. ნიკოლოზი Indian Wells Open-ის ტურნირში იღებდა მონაწილეობას.
ინდიან-უელსის მასტერსი (Indian Wells Open), რომლის სპონსორიცაა BNP Paribas და ცნობილია როგორც BNP Paribas Open, არის ყოველწლიური პროფესიონალური საჩოგბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება ინდიან-უელსში, კალიფორნიაში, აშშ.
კარლოტამ ცოტა ხნის წინ კორტებზე გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა და წყვილმა უამრავი მოწონება დაიმსახურებდა. გულშემატკივრები ნიკოლოზს შეხვედრებში წარმატებას უსურვებდნენ.

2026 წლის Indian Wells Open-ზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, თუმცა ძირითად ბადეში მოხვედრა ვერ მოახერხა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რეიტინგში უკან დაიხია, ნიკოლოზი კვლავ ცდილობს ფორმის დაბრუნებას იმ ტურნირზე, სადაც 2021 წელს კარიერის საუკეთესო შედეგს მიაღწია და ფინალში ითამაშა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა
ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოში არამხოლოდ მისი სპორტული კარიერის, არამედ ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამოც იცნობენ, რამდენიმე წლის წინ მისმა ყოფილმა მეუღლემ, მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ხანგრძლივი და დაძაბული განხილვების შემდეგ, რომლებსაც მედიაც აქტიურად აშუქებდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა.
მოწმის სახის დასაკითხად საქართველოში იმყოფებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული, წარმოშობით გერმანელი სპორტსმენი კარლოტა ელენაც. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული კარლოტა ელენაა. ის გერმანელი სპორტსმენია. გერმანელმა გოგონამ ნიკოლოზის თაყვანისმცემლების ყურადღებაც მიიქცია. კარლოტა საქართველოს ხშირად სტუმრობს, იცნობს ნიკოლოზის ოჯახსაც და მეგობრობს ჩოგბურთელის ძმის ცოლთან, მაცო ჩოფიკაშვილთან.

გერმანული გამოცემები წერენ, რომ ჩოგბურთელობა კარლოტას ბავშვობის ოცნება იყო და ამ ოცნების ასახდენად ყველაფერს აკეთებდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ტრავმის გამო ის აქტიური სპორტსმენი ვერ გახდა, თუმცა დარჩა ამ სპორტში და წარმატებით ითავსებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ასისტენტობას.
კარლოტა ელენა გერმანიაში ცნობილი მოდელია. მას ბოლო წლების მანძილზე არაერთ ცნობილ ბრენდთან უთანამშრომლია და ხშირად იღებს მონაწილეობას რეკლამებშიც. მისი ქონება დაახლოებით 1 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
კარლოტა ელენა მოგზაურობის მოყვარულია, რაც მისი სოციალური ქსელებიდან აშკარაა. გოგონა მეგობრებსა და მეგობარ მამაკაცთან ერთად ხშირად მოგზაურობს ტროპიკულ ქვეყნებში, აქვეყნებს ფოტოებს მზიანი სანაპიროებიდან და გატაცებულია სერფინგითაც.
ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენე ცოტა ხნის წინ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ - ნიკოლოზმა რჩეულს ხელი გერმანიაში სთხოვა.