ბიჭოლა თეთრაძე და მირანდა შელია ფრანგის ფოტოგრაფის ობიექტივში: Schiaparelli 2026: მიქელანჯელოს ინსპირაცია და ქართველი სტუმრები პარიზულ ჩვენებაზე - Marao

ბიჭოლა თეთრაძე და მირანდა შელია ფრანგის ფოტოგრაფის ობიექტივში: Schiaparelli 2026: მიქელანჯელოს ინსპირაცია და ქართველი სტუმრები პარიზულ ჩვენებაზე

2026-03-12 13:13:20+04:00

Schiaparelli გაზაფხული 2026: „აგონია და ექსტაზი“ - კრეატიულმა დირექტორმა, დანიელ როზბერიმ, კოლექცია 2026 წლის 26 იანვარს წარადგინა. ჩვენება შთაგონებული იყო მიქელანჯელოს სიქსტეს კაპელით და ბუნების მისტიკური ფორმებით.

კოლექციას ეწოდება „The Agony and the Ecstasy“ (აგონია და ექსტაზი). ის აერთიანებს რელიგიურ მოტივებს, სიურრეალიზმს და ცხოველურ არქეტიპებს. ჩვენებას ესწრებოდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან, დემი მური ლეოპარდის პრინტით და მატადორის სტილის აქსესუარებით, ტეიანა ტეილორი, ჯოდი ტერნერ-სმიტი და სხვ. 

  • შორენა ბეგაშვილის გულწრფელი რეკომენდაცია: საუკეთესო რჩევა სახის კანის მოვლისთვის

სტუმრებს შორის რამდენიმე ქართველის აღმოჩნდა, მათ შორის, დიზაინერი ბიჭოლა და მოდელი მირანდა შელია. ისინი ფრანგი ფოტოგრაფის, რომან გორბუნის ობიექტივში მოხვდნენ, კადრები კი სოციალურ ქსელში ბიჭოლამ გააზიარა. 

bichola

bichola

რომან გორბუნი არის თანამედროვე ხელოვანი და ფოტოგრაფი, რომელიც მოდის სამყაროში ცნობილია თავისი უნიკალური, ხშირად სიურრეალისტური და დრამატული ხედვით. მის ობიექტივში მანამდე ისეთი ვარსკვლავები მოხვედრილან, როგორებიც არიან სემ სმიტი, ეშლი გრეჰემი, რიკი მარტინი, დუა ლიპა, ჰანდე ერჩელი, დემი მური, ჯულია რობერტსი და სხვ. 

bichola

ვინ არის ბიჭოლა?

ბიჭოლა თეთრაძე ცნობილი ქართველი დიზაინერია. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მოგვიანებით კი სწავლა განაგრძო ლონდონში, ცენტრალურ სენტ-მარტინსის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში (Central Saint Martins). 2014-დან 2019 წლამდე ის იყო იტალიური ბრენდის, „Isabel Garcia“-ს კრეატიული დირექტორი, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია და ბრენდი საერთაშორისო ასპარეზზე გახადა ცნობილი. 

რამდენიმე წლის წინ მან საქართველოდან წასვლისა და საქმიანობის უკრაინაში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, ამჟამად ის ხელმძღვანელობს საკუთარ ბრენდს - „Bicholla“. მისი კოლექციები გამოირჩევა ექსტრავაგანტურობით, დახვეწილი სილუეტებითა და ქალურობის ხაზგასმით.

ბიჭოლა ცნობილია არა მხოლოდ თავისი დიზაინით, არამედ მრავალ ცნობილ ადამიანთან თანამშრომლობითა და თავისი გამორჩეული, ენერგიული სტილით.

ვინ არის მირანდა შელია?

ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი მო­დე­ლი და ინფლუ­ენ­სე­რი მი­რან­და შე­ლია რუ­სუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში წლე­ბის წინ მო­ექ­ცა. გო­გო­ნა რუს ფეხ­ბურ­თელ ფი­ო­დორ სმო­ლო­ვის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გახ­და.

  • "პირ­ვე­ლად 20 წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ა­ზე, მეორე სკანდალური ქორწინება მილიარდერ გრეგორი მამურინზე განქორწინებით დასრულდა" - როგორია ქართველი ლამაზმანის ვარსკვლავური ცხოვრება და შეცვლილი იმიჯი

წყვი­ლის და­შო­რე­ბის შემ­დე­გაც კი, მან პო­პუ­ლა­რო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და ახლა "ინ­სტაგ­რამ­ზე" 1 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს, რომ­ლე­ბიც ინ­ტე­რე­სით ადევ­ნე­ბენ თვალს მის კა­რი­ე­რა­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბას.