" ქალსა და კაცს შორის ყველაზე მთავარი რა არის? ქალსაც და კაცსაც უნდა, რომ პარტნიორმა დაგინახოს" - ანა შამილაძისა და აჩიკო ბერიძის ოჯახური ბედნიერება - Marao

" ქალსა და კაცს შორის ყველაზე მთავარი რა არის? ქალსაც და კაცსაც უნდა, რომ პარტნიორმა დაგინახოს" - ანა შამილაძისა და აჩიკო ბერიძის ოჯახური ბედნიერება

2026-03-12 15:24:37+04:00

ანა შამილაძისა და აჩიკო ბერიძის წყვილი საზოგადოებისთვის გამორჩეული და საყვარელია. ანა თავად ჟურნალისტია და ხშირად ჩანს ეკრანზე, თუმცა ახლა გადაცემა "პროექციას" რესპონდენტის ამპლუაში სტუმრობდა. მან ოჯახზე, შვილებსა და მეუღლეზე გულწრფელად ისაუბრა. 

ანა შამილაძე შვილებზე

- ჩემს შვილებს არ აღვიქვამ, როგორც საკუთრებას. რამდენი ბედნიერების წამი გამივლია ცხოვრებაში, მაგრამ განცდა, როცა იცი, რომ დედა ხარ, ამაზე ძვირფასი არაფერია. 

achiko-beridze

ანა შამილაძე მეუღლეზე, აჩიკო ბერიძეზე 

- აჩიკოზე რა უნდა ვთქვა? ჩვენ ვართ ბავშვობის მეგობრები, ბაღელები და კლასელები. ჩვენ ორივე მადლიერები ვართ სამყაროსი ერთმანეთისთვის. რა არ მაქვს გამოვლილი, ზოგჯერ მგონია, რომ ერთი კარგი წიგნი დაიწერება ჩემზე, მასაც არ ჰქონია მარტივი ცხოვრებისეული გზა, მაგრამ ეს არის საინტერესო. ამ ყველაფრის შემდეგ დავუბრუნდით ერთმანეთს. ეს იყო ლოგიკური.

  • "პირველად ვიტყვი საჯაროდ, რომ იქ მთხოვა ხელი და თანხმობა ვუთხარი..." - აჩიკო ბერიძის მეორე ქორწინება და ჟურნალისტი მეუღლე

აჩიკო არის საოცარი მოტივატორი. ბედნიერია ყველა ის ადამიანი, ვისი მეგობარიც არის აჩიკო, მარტო ჩემთვის კი არა, უბრალოდ ნაცნობისთვისაც ასეთია, ისე შეუძლია რომ დაგმუხტოს და ენერგია მოგცეს, რომ გგონია, მთებს გადადგამ.

ana-shamiladze

  • "29 წლის შემდეგ აჩიკომ თავისი პირველი სიყვარული დაიბრუნა..." - აჩიკო ბერიძისა და ანა შამილაძის ზღაპრული სიყვარულის ისტორია

მე რომ საავტორო გადაცემა მაქვს დღეს, ეს აჩიკოს დამსახურებაა. სულ მეუბნებოდა, შენ შენი გადაცემა უნდა გქონდესო. მაგრძნობინა ის, რომ შემიძლია. ქალსა და კაცს შორის ყველაზე მთავარი რა არის? ქალსაც და კაცსაც უნდა, რომ პარტნიორმა დაგინახოს. თან ისე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ჩემი ოჯახის წევრებზე უკეთ მიცნობს აჩიკო. ჩვენ, გარდა იმისა, რომ კლასელები ვართ, ძალიან ახლო მეგობრებიც ვიყავით. ბედნიერი ბავშვობა აჩიკოსთან ერთად გავიარე. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში. ბავშვობიდან რომ იცნობ ადამიანს, თან, შენი ძმაკაცი რომაა და ეს ძმაკაცი უეცრად გახდა ჩემი ცხოვრების მეგზური.