რა ღირს ანუკი არეშიძის ხავერდის კაბა, რომელმაც სოციალურ ქსელში რეკორდული ნახვა დააგროვა - Marao

რა ღირს ანუკი არეშიძის ხავერდის კაბა, რომელმაც სოციალურ ქსელში რეკორდული ნახვა დააგროვა

2026-03-13 10:10:45+04:00

დიზაინერი და მოდელი ანუკი არეშიძე საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ანუკის ინსტაგრამზე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და ის მუდმივად აზიარებს მისი ყოველდღიურობიდან კადრებს.

ცოტა ხნის წინ მოდელმა მეუღლესთან, კახა კალაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ანუკის Zeena Zaki-ის ბორდოსფერი ხავერდის კაბა აცვია, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 850 დოლარს შეადგენს.

anuki-areshidze

anuki-areshidze

  • "უფლის მადლიერი ვარ, რომ ასეთი კეთილშობილი და იშვიათად კარგი ადამიანი მარგუნა ცხოვრების მთავარ მეგზურად" - ანუკი არეშიძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

Zeena Zaki არის ცნობილი ერაყელი დიზაინერის მიერ დაარსებული მოდის ბრენდი, რომელიც ძირითადად High-End (მაღალი კლასის) საღამოს კაბებზეა სპეციალიზებული. Zeena Zaki-მ თავისი პირველი კოლექცია 2003 წელს დუბაიში წარადგინა. ბრენდი გამოირჩევა ქალური, ელეგანტური და დახვეწილი დიზაინით. მისი კაბები ხშირად აერთიანებს კლასიკურ ევროპულ სტილს და აღმოსავლურ ფუფუნებას. ის ძალიან პოპულარულია ახლო აღმოსავლეთის "ელიტაში", თუმცა ბრენდმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა და ხშირად ჩნდება წითელ ხალიჩებზე.

Zeena Zaki-ის კაბები ხშირად გვხვდება ცნობილი ვარსკვლავებისა და ინფლუენსერების გარდერობში, რაც ბრენდს "Glamour" სტილის სიმბოლოდ აქცევს.

anuki-areshidzis-kaba

ანუკი არეშიძის ოჯახი და კარიერა

ანუკი არეშიძე დაიბადა 1989 წლის 1 ივლისს თბილისში. მისი ადრეული წლები გამოირჩეოდა მოდის სამყაროს შესწავლისა და გაგების სურვილით, რამაც საბოლოოდ მიიყვანა იგი ამ სფეროში ფორმალური განათლების მიღებისკენ.

თავისი უნარების დახვეწისა და გლობალური მოდის ინდუსტრიის უფრო ღრმად შეცნობის მიზნით, არეშიძე იტალიაში გაემგზავრა, სადაც ჩაირიცხა ცნობილ მოდის სკოლებში. სწავლობდა Istituto Marangoni-სა და Accademia del Lusso-ში მილანში.

2013 წელს, 23 წლის ასაკში, ანუკი არეშიძე დაბრუნდა საქართველოში და გადაწყვიტა გაბედული   გადაედგა მოდის სამყაროში საკუთარი ბრენდის, ANOUKI-ს გამოშვებით. ბრენდი შექმნილია იმისთვის, რომ შესთავაზოს მზა ტანსაცმლის კოლექციები, რომლებიც პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ქართველ მომხმარებლებში, არამედ უფრო ფართო საერთაშორისო აუდიტორიაშიც.ANOUKI-ს კოლექციებში ხშირად არის ცოცხალი ფერები, მდიდრული ქსოვილები და რთული დეტალები.

გარდა პროფესიული წარმატებისა, არეშიძის სოციალურ მედიაში ყოფნამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ANOUKI-ს პოპულარობის ზრდაში. მისმა ინსტაგრამის ანგარიშმა (@anoukigold) მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა, სადაც ის ხშირად აზიარებს სიახლეებს მისი კოლექციების და პირადი ცხოვრების შესახებ.

anuki-areshidze

  • რას წერს ანუკი არეშიძე დუბაიდან დაბრუნების შემდეგ: "არასდროს დაკარგოთ მოტივაცია, ყოველთვის იბრწყინეთ" 

ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს: “მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ - ამბობდა ანუკი.

ანუკი და კახა 4 ვაჟის მშობლები არიან. ისინი ხშირად უზიარებენ გამომწერებს შვილების ვიდეოებს. მათი უფროსი ვაჟი, ლევანი მამის, კახა კალაძის მსგავსად, ფეხბურთელია, რომელიც სამტრედიაში თამაშობს.