ხათუნა ჟორდანიასა და ზურა ხაჩიძის ოჯახი საზოგადოებისთვის დიდი ხანია ნაცნობია.
ხათუნას პირველი ქორწინებიდან უფროსი ქალიშვილი, მომღერალი ნინი ქარსელაძე ჰყავს, ზურასთან კი ანასტასია, რომელიც ახლა ლონდონში სწავლობს.
ამჯერად ხათუნამ ოჯახური საერთო ფოტოები გამოაქვეყნა. ანასტასია საქართველოში ცოტა ხნით ჩამოვიდა და ის დროს ოჯახთან ერთად ატარებს



როგორც მშობლები განმარტავენ, ანასტასიას ეკრანზე გამოჩენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ამიტომ ოჯახის წევრებთან ერთად სატელევიზიო გადაცემებს იშვიათად სტუმრობს.
ანასტასია ბავშვობიდან დასთან ნინი ქარსელაძესთან ერთად ინტენსიურად მღეროდა. დღეს მას სულ სხვა ინტერესის სფეროები გაუჩნდა. როგორც ირკვევა, ანასტასია ძალიან კარგად ცეკვავს.
ანასტასია დამოუკიდებლად ცხოვრობს ინგლისში და მშობლებისა და დისგან სრულიად განსხვავებულ პროფესიას ეუფლება.

ზურა შვილზე საუბრისას ამბობს, რომ პროფესია თავად აირჩია.
"თავიდან, ქალები უფრო მეტად შეიგრძნობენ ახალი სიცოცხლის დაბადებას. მამაკაცები უფრო გვიან ვხვდებით, ვინ მოევლინა ქვეყანას და გვიან გვეწყება ჩართულობა, გოგონები განსაკუთრებით არიან მამებისკენ, არ ვიცი, რა არის ბიჭის სიყვარული, ძალიანაც მინდოდა და წმინდა ნიკოლოზს შევთხოვდი, თუ დაიბადება, აუცილებლად ნიკოლოზს დავარქმევ-მეთქი. დაიბადა ანასტასია, მადლობა უფალს.
მე 8 თვის ვიყავი, როცა დედა და მამა გაშორდნენ. დედის სითბო მაკლდა, ბებიამ გამზარდა და, ალბათ, კანონზომიერია, რომ გოგონა მყავს - მისგან იმ სითბოს ვიღებ, რაც დამაკლდა.
ანასტასიას დაბადება ხათუნასთვისაც დიდი სიხარული იყო. ამბობდა, ნინის დაბადებისას მეც პატარა ვიყავი და ერთად გავიზარდეთო. არა იმიტომ, რომ ჩემი შვილია, არაჩვეულებრივი ბავშვია. მე-19 წელიწადშია, მადლობა წმინდა ნიკოლოზს, უფალს, ხათუნას… ხათუნას ყოველთვის ვეხმარებოდი აღზრდაში, თუმცა ამას მუდმივად ვერ ვაკეთებდი. ხათუნა და ნინი, ასევე ჩემი სიდედრიც, იმდენად დაფეთებულები იყვნენ, ვინ მიმაკარებდა…მერე უკვე მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდა, განათლების მიცემა, ხელშეწყობა. მე, საერთოდ, წინააღმდეგი ვარ შვილის ცხოვრებაში რადიკალურად ჩარევის. შეიძლება, კეთილი რჩევაც მისცე, მკაცრიც იყო, მაგრამ ეს სიმკაცრეც ნორმაში უნდა ჯდებოდეს. სანამ საშუალება იყო, ეკლესიაში ზიარებაზე ყოველ კვირას დამყავდა, აღსარებას აბარებდა ჩემს მოძღვართან. როგორც კი მივიდა იმ ასაკში, რომ თავად უნდა გადაეწყვიტა, წავიდოდა თუ არა ეკლესიაში, ძალით ჩარევებს თავი დავანებე. დანარჩენი მასზეა დამოკიდებული.
განათლების გზაც თავად ამოირჩია. დღეს ანასტასია ინგლისშია, დამოუკიდებლად მოემზადა და ჩააბარა… გადაცემებში სულ ძალით დაგვყავდა. ბავშვობიდან არ უყვარდა ეკრანზე გამოჩენა… ძალიან აღიზიანებდა, როცა ქუჩაში ცნობდნენ. არაჩვეულებრივი სმენა ჰქონდა, სასწაულად მღეროდა, ერთ-ერთმა საოპერო პედაგოგმა მოჰკიდა ხელი და წაიყვანა, უნდა მოვამზადოო, არ გაგაფუჭებინებთ ესტრადაზეო, მაგრამ კლასიკურ განათლებას სჭირდება ბევრი შრომა, წვალება, ნებისყოფა, მივედით იქამდე, რომ მან სხვა გზა აირჩია…“ - თქვა ზურა ხაჩიძემ.