"ნეტავ, ეს ცოტა ადრე მცოდნოდა" - ნინო ხაჟომია კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ, მიმართვას ავრცელებს - Marao

"ნეტავ, ეს ცოტა ადრე მცოდნოდა" - ნინო ხაჟომია კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ, მიმართვას ავრცელებს

2026-03-13 11:32:05+04:00

"ნეტა ეს ცოტა ადრე მცოდნოდა...

ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა არ არსებობს. ერთი ჭიქაც კი ზრდის ძუძუს კიბოს რისკს 7-10%-ით. ძუძუს კიბოს შემდეგ ალკოჰოლი ზრდის რეციდივის რისკს 20-25%-ით. ძუძუს კიბოს შემთხვევების 10% პირდაპირ უკავშირდება ალკოჰოლს.

ალკოჰოლი მოქმედებს ოთხი გზით:

  1. ორგანიზმში იშლება და წარმოქმნის ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელიც აზიანებს უჯრედის გენეტიკურ მასალას.
  2. ზრდის ესტროგენს.
  3. ალკოჰოლი ამცირებს ვიტამინ ფოლატს, რომელიც საჭიროა უჯრედების სწრაფი განახლებისთვის და სიცოცხლისთვის.
  4. ალკოჰოლი აზიანებს უჯრედებს და იწვევს ანთებით პროცესს, რაც ხელს უწყობს კიბოს განვითარებას.“ - ამბობს ნინო ხაჟომია.
  • "ჩემი პატარა შვილი მეკითხებოდა, დე, ხომ იქნები ცოცხალიო..." - ნინო ხაჟომიას სიმსივნესთან ბრძოლის ამბავი 

ნინო ხაჟომიას ბრძოლა დაავადებასთან 

"პირ­ვე­ლი ეტა­პი არის აღი­ა­რე­ბა, უნდა აღი­ა­რო რაც გჭირს. მე რომ ვამ­ბობ, რომ კიბო მაქვს, ეს უკვე აღი­ა­რე­ბაა. მე­გობ­რე­ბი მე­ჩხუ­ბე­ბი­ან, რა­ტომ ამ­ბობ, რომ კიბო გაქვს, ადა­მი­ა­ნი ხომ ამ­ბობს, როცა რამე სტკი­ვა, წო­ნა­შია მო­მა­ტე­ბუ­ლი, მე რა­ტომ არ უნდა ვთქვა? - ეს აღი­ა­რე­ბა ბრძო­ლის­თვის შე­მარ­თე­ბას მაძ­ლევს.

სა­ნამ მე­ტყოდ­ნენ, ტვინ­ში უკვე ვი­ცო­დი, რომ კიბო მქონ­და. მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მანძილზე ვე­ლო­დე­ბო­დი კი­ბოს და ვი­ცო­დი, რომ კიბო უნდა მქო­ნო­და. ერთი დე­ი­და ძუ­ძუს კი­ბო­თია გარ­დაც­ვლი­ლი, მე­ო­რეს რე­მი­სია აქვს ოცწ­ლი­ა­ნი. თან რო­გო­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად ვა­კე­თებ­დი, იცით? 6 თვე­ში ერთხელ ვი­მოწ­მებ­დი თავს. 100 პროცენტით ვიცი, რომ მე დავ­მარ­თე სა­კუ­თარ თავს. ახლა, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, სხვა­ნა­ი­რად წარვმარ­თავ­დი ჩემს ფიქ­რებს. იქ მივ­დი­ვართ და ის გვე­მარ­თე­ბა, რი­სიც გვე­ში­ნია. ყვე­ლა შიშს სიკ­ვდი­ლის შიში უდ­გას უკან, არ არ­სე­ბობს სხვა შიში.

ქა­ლებს მინ­და ვუ­თხრა, არ იტი­რონ და არ აღიქ­ვან ეს, რო­გორც გა­ნა­ჩე­ნი. ძა­ლი­ან კარ­გი წლე­ბი გე­ლო­დე­ბათ წინ და მოდით, 6 თვე გა­დავ­დოთ და ვიმ­კურ­ნა­ლოთ.

მე მივ­ხვდი, რა­ტომ და­ვი­წყე მთა­ში სი­ა­რუ­ლი, ეს იყო ჩემი გლო­ვის რი­ტუ­ა­ლი, მარ­ტო ვრჩებოდი სა­კუ­თარ თავ­თან. მე­ში­ნია, როგორ აი­სა­ხე­ბა ეს ექ­ვსი თვე ჩემი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე.

  • "კბილებით სულს ვიჭერ, რომ წასვლის წინ, კიბომ ეგეც არ მოინდომოს" - ნინო ხაჟომიას ბრძოლა მძიმე სენთან 

nino-khajomia

  • "ეს მე არ ვარ, ეს არის ის, რაც კიბოს მერე დავრჩი..." - ნინო ხაჟომია, როგორც სიმსივნესთან მებრძოლი ქალის მაგალითი 

ემო­ცი­ებს, ადა­მი­ა­ნებს ფე­რე­ბით აღ­ვიქ­ვამ, გე­მოც ასეა ჩემ­თვის. კა­რი­ე­რი­დან არა­ფე­რი დამ­რჩა, დრო­ის ფუჭი და­ნა­ხარ­ჯია. ჩემი 21 წლის შვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ მო­მიტ­რი­ალ­და და მი­თხრა - დე, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან რომ მჭირ­დე­ბო­დი, მაშინ შენ იყა­ვი სამ­სა­ხურ­შიო. მარ­ტო ვი­ყა­ვი, როცა გავიგე, რომ კიბო მაქვს, იმ დღი­დან არ და­მიშ­ვია სხვა გა­მო­სა­ვა­ლი, რომ მე მექ­ნე­ბა რე­მი­სია, მერე რა იქ­ნე­ბა, არა­ვინ იცის. პა­ტა­რამ შვი­ლი 13 წლის არის, მკი­თხა, დე, ხომ არ მოკ­ვდე­ბიო... უფ­რო­სი შვი­ლი 21 წლის არის, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, მე­გობ­რე­ბი ვართ.

ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ამას არა­სო­დეს ვამ­ჟღავ­ნებ. ვკლავ, სა­დღაც ვაგ­დებ, უკან. არა­ფე­რი არ ხდე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის გა­რე­შე, ეს ჩემი „ვირუ­სიც“ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა­ში ჯდე­ბა. რა­ღაც უნდა მას­წავ­ლოს. ჩემს შვი­ლებს ვე­ფე­რე­ბო­დი, როცა ეძი­ნათ, არ ვაძ­ლევ­დი ემო­ცი­ებს გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას.

ვიყავი უხე­ში, არა­რო­მან­ტი­კუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქალი. რო­გორც კი უარი თქვა სხე­ულ­მა ამ პერ­სო­ნა­ჟის თა­მაშ­ზე, იმ წუ­თას გაჩ­ნდა კიბო. რაში მჭირ­დე­ბო­და პო­პუ­ლა­რო­ბა, რა, ბო­მონ­დურ წვეულებებსა და პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ზე დავდიოდი? დრო­ის ხარ­ჯვაა... სხვა რა­მით ჩა­ა­ნაც­ვლე, იო­გით და­კავ­დი, ერთი ფურ­ცლით მეტი წა­ი­კი­თხე, ერ­თით მეტი ენა ის­წავ­ლე. ორ თვე­ში ტვინ­მა და­ის­ვე­ნა.

ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ჩა­ვი­ციკ­ლე, არის ის, რომ ადრე გა­ცი­ლე­ბით უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რო­გო­რი კომ­ბი­ნე­ზო­ნი მეც­ვა, ვიდ­რე ის, თუ რამდენად ჯან­საღ საჭ­მელს ვჭამ­დი. ახლა ChatGPGT-ს ვე­კი­თხე­ბი ყვე­ლა­ფერს ჯან­საღ კვე­ბა­ზე. ორი მკერ­დი მო­ვიკ­ვე­თე, "ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის ოპე­რა­ცია" გა­ვი­კე­თე, იმა­ზე ში­შით, რომ არ მინ­და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩავ­სვა ჩარ­ჩო­ში, რომ რე­ცი­დი­ვის ში­შით ვი­ცხოვ­რო, თუმ­ცა არ იყო ამის სა­ჭი­რო­ე­ბა", - ამბობს ნინო ხაჟომია ინტერვიუში.