"კომედის“ ბიჭებმა შეწყვიტეს ჩემზე პაროდიების კეთება მას შემდეგ, რაც მოხდა ის, რაც მოხდა" - მაია ასათიანის მიმართვა - Marao

"კომედის“ ბიჭებმა შეწყვიტეს ჩემზე პაროდიების კეთება მას შემდეგ, რაც მოხდა ის, რაც მოხდა" - მაია ასათიანის მიმართვა

2026-03-13 14:47:56+04:00

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და პასუხობს კითხვებს იმის შესახებ, თუ რა რეაქცია აქვს, როცა საკუთარ პაროდიებს ნახულობს. მაია ასათიანმა გაიხსენა პერიოდი, როცა " კომედი შოუს" მსახიობებთან, ნიკა გრიგოლიასა და მიშა ანდღულაძესთან ერთად, თავად გეგმავდა ამ ჟანრის ხუმრობებს. მაია ასათიანმა აღნიშნა ისიც, რომ პაროდიების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სასაცილოა და არა - უხამსი. 

maia-asatiani

მაია ასათიანის პასუხი

"რას ვფიქრობ ჩემს ახალ პაროდიებზე - რადგან კითხვა გაჩნდა, აი, პასუხი.

წლების წინ ნიკა გრიგოლია მანიაკს მეძახდა, იმიტომ, რომ გადავწყვიტეთ, რომ ჩემ ვიზაჟისტს გაეკეთებინა მისთვის მაკიაჟი და მეუბნებოდა, რომ ჩვეულებრივი მანიაკი ხარ, აი, აქ ფანქარს როგორ ისვამო.

  • "ჩემზე ამბობდა, რომ მე ვარ საოცრად უწიგნური... არადა, ზუსტად იცოდა, რომ მე უწიგნური არ ვარ" - მაია ასათიანის ინტერვიუ

მერე, როცა მე შევიცვალე, თანდათან იცვლებოდა ჩემზე პაროდიაც და უკვე მიშა ანდღულაძე აკეთებდა მას. „პროფილის“ სტუდიას ვუთმობდი და, ერთხელ, მახსოვს, ერთნაირი კაბები შევიკერეთ და ერთად ვიდექით „პროფილის“ სტუდიაში, უფრო სასაცილო რომ გამოსულიყო.

ჩემს სტუდენტებს სულ ვეუბნები ხოლმე, რომ მაშინ შედგები საჯარო ფიგურად, როცა შენზე პაროდია გასაკეთებელი იქნება, ანუ, გექნება ისეთი დამახასიათებელი მანერები, რომ შენზე პაროდიას გააკეთებენ. წარმოიდგინეთ, 15 წლიდან ინდუსტრიაში ვარ, 6 წელია, რაც ეთერში აღარ ვარ და თუ ჩემზე ისევ კეთდება პაროდიები, ეს არის ფანტასტიკური - ახლა, 49 წლის ასაკში.

  • მაია ასათიანის ინტერვიუ: "მაბულინგებენ, რომ შვილს სწორად არ ვგლოვობ, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ფეხი ვერ გადავაბიჯე" 

მაგრამ მე ძალიან მიყვარს რობინ უილიამსის დასამახსოვრებელი ფრაზა - ის ასე ამბობდა: „თუ პაროდია არის სასაცილო - ეს არის ხელოვნება, და თუ მასზე არ გეცინება - ის არის უხამსი“. ეს არის ჩემი კომენტარი.

და, სხვათა შორის, „კომედის“ ბიჭებმა შეწყვიტეს ჩემზე პაროდიების კეთება მას შემდეგ, რაც მოხდა ის, რაც მოხდა. შევთანხმდით: ან სასაცილო, ან..."