თიკა ჯამბურიას შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია: მომღერლის ახალი კადრები აღფრთოვანებას იწვევს - Marao

თიკა ჯამბურიას შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია: მომღერლის ახალი კადრები აღფრთოვანებას იწვევს

2026-03-13 15:10:55+04:00

"გარეგნულად თითქოს ყველაფერი ძველებურადაა, მაგრამ შინაგანად თავს სულ სხვანაირად ვგრძნობ", - წერს სოციალურ ქსელში მომღერალი თიკა ჯამბურია და ვიდეოს აქვეყნებს. თიკა წონის კლების ხანგრძლივი პროცესისა თუ ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ, აქტიურად აგრძელებს ცხოვრებას, ხშირად სტუმრობს სხვადასხვა გადაცემასა თუ პოდკასტს და ყოველდღიურობას "ინსტაგრამის" გვერდზეც აზიარებს. მისი მეგობრები და გულშემატკივრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ და წერენ, რომ ახლა თიკა საუკეთესო ფორმაშია და არაჩვეულებრივად გამოიყურება. 

თიკა ჯამბურია

მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და თიკა პოპულარული შოუების სასურველი სტუმარია დღესაც. 

  • „ჩემი ყველაზე დიდი ოცნება სრულდება“ - თიკა ჯამბურიას სიურპრიზი შვილს

თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი "ჯეირანი", რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი "ცისარტყელები".  

jamburia

  • "მომწონს ჩემი თავი მაშინაც და ახლაც, მომწონს ჩემი ლამაზი და ბედნიერი ცხოვრება" - თიკა ჯამბურიას მოგზაურობა 10 წლით უკან

2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დღეს თიკაც და ბექაც ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, აქვთ მეგობრული ურთიერთობა და შვილის აღზრდაში ორივე ჩართულია.