"13 წლის ასაკში მარიამი არ დაინდეს, მაგრამ დღეს მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს" - პეტრე კოლხი უფროსი ქალიშვილის შესახებ - Marao

"13 წლის ასაკში მარიამი არ დაინდეს, მაგრამ დღეს მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს" - პეტრე კოლხი უფროსი ქალიშვილის შესახებ

2026-03-15 16:58:47+04:00

"ჩვენ ერთად გავიზარდეთ…. ერთად ვთამაშობდით, საჯაროში ეტლით დამყავდა. ლექციებზე "კენკურუდან” თავს ამოყოფდა, ლექტორი გაეთამაშებოდა, სტუდენტებს ვერაფერს ვაგებინებ, იქნებ შენ მაინც მომისმინოო… ბაღში, აღმზრდელი გამომხედავდა, კართან მარიამის ძმა დგასო, სიტყვას არ შეარჩენდა, ის მამა ბიჭი არისო…. ასე, მამურად და ბიჭურად ბევრი რამ გამოვიარეთ…. მარტივი ხასიათი არ აქვს, მაგრამ ძალიან საინტერესო ადამიანია.

  • ანასტასია ხაჩიძე ოჯახთან ერთად: ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას უმცროსი ქალიშვილის ლონდონური ცხოვრება და ახალი ფოტოები

შვილი რომ არ იყოს, ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნებოდა… უკვე დიდია და იმდენად დიდი, ბევრ რამეს მასწავლის. მისი ბავშვობისდროინდელი ლექსიკონიდან მინდა ვუთხრა - "მ ი ტ ა თ ა” - წერს სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი უფროსი ქალიშვილის, მარიამ კვარაცხელიას შესახებ. 

პეტრე კოლხის მეუღლე ნინო ვეკუაა, მათ 6 შვილი ჰყავთ. პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია, იგი­ვე პეტ­რე კოლ­ხი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც აქ­ტი­უ­რია და მას შემდეგ, რაც საცხოვრებლად აშშ-ში წავიდა, კონტაქტს აუდიტორიასთან სწორედ ამ გზით ინარჩუნებს. 

kolxi

მარიამ კვარაცხელია

მარიამ კვარაცხელია პეტრე კვარაცხელიასა და ნინო ვეკუას უფროსი ქალიშვილია. მას საზოგადოების ნაწილი უკვე კარგად იცნობს - მარიამი ადრეული ასაკიდან გამორჩეოდა საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირებით, განსხვავებული იმიჯით და ამის გამო ყურადღების ცენტრშიც არაერთხელ მოექცა. 

  • სალომე შარვაძის ქალიშვილის დიდი წარმატება: მართა არველაძე იტალიის საუკეთესო ბიზნეს სკოლაში ისწავლის

"მადლობა ყველას საოცრად თბილი სიტყვებისთვის. 13 წლის ასაკში მარიამი არ დაინდეს, მაგრამ დღეს მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ყველას დაგელოცოთ ოჯახი, შვილები და მომავალი! მიყვარხართ!" - დაწერა პეტრე კოლხმა. 

მარიამ კვარაცხელიას ჰყავს ერთი შვილი, ზუკო, რომელიც უკვე სკოლის მოსწავლეა. ზუკო დედასთან ერთად ხშირად ჩნდება სოციალურ ქსელში - დედა-შვილი გამომწერებს ყოველდღიურ ცხოვრებას აქტიურად უზიარებს. 

kvaracxelia