1 წლისა და 6 თვის დამიანე გასაოცარი ნიჭით: ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ვიდეოს აქვეყნებენ - Marao

1 წლისა და 6 თვის დამიანე გასაოცარი ნიჭით: ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ვიდეოს აქვეყნებენ

2026-03-15 17:16:48+04:00

Geo Team-მ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული გვერდია, რომლის უკანაც საბა საპანაძე დგას. ის ხშირად აზიარებს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა თუ მისი ფეხბურთელების შესახებ როგორც კარიერულ სიახლეებს, ისე ამბებს კულისებს მიღმა. ცოტა ხნის წინ მან ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ვაჟის, დამიანე კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა - 1 წლისა 6 თვის დამიანე კარგად იცნობს მამის თანაგუნდელებს და მათი ამოცნობა ფოტოებზე შესანიშნავად შეუძლია.

  • ხვიჩა კვარაცხელია მამის ამპლუაში - წარმატებული ფეხბურთელის ოჯახური ბედნიერება

damiane

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.

  • ინტერვიუ ქართულად: "ნიცა ყველაზე ბედნიერი იყო, სულ მეუბნებოდა, იქ ცხოვრება დაუჯერებელი იქნებაო" - ხვიჩა კვარაცხელია ექსკლუზიურად Le Parisien-თან

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.  წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.

ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. ამჟამად კი ოჯახი პარიზში ცხოვრობს. 

შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.