ნანუკა გუდავაძე დასთან და დედამთილთან ერთად: ეკატერინე ხვედელიძის ოჯახური კადრები - Marao

ნანუკა გუდავაძე დასთან და დედამთილთან ერთად: ეკატერინე ხვედელიძის ოჯახური კადრები

2026-03-15 17:31:17+04:00

ნანუკა გუდსვაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს - დასთან, ანი გუდავაძესთან ერთად ზამთრის კურორტიდან და დედამთლთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად. ეკატერინე ხვედელიძე ნანუკას ობიექტივში შვილიშვილთან ერთად აღმოჩნდა. 

ekaterine-xevedelidze

gudavadze

ანი გუდავაძის ოჯახი

ანი გუდავაძე ნანუკაზე ადრე გათხოვდა და დის ქორწილს ორსული ესწრებოდა. მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკა ფიცხელაურია - წყვილს ორი შვილი ჰყავს. მამამთილი კი რამდენიმე თვის წინ სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 

  • დები გუდავაძეების ახალი კადრები - რას საქმიანობენ და როგორ ცხოვრობენ ანა და ნანუკა გუდავაძეები

შენგელი ფიცხელაური მანამდე შსს-ს მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველი იყო. შენგელი ფიცხელაური ძალოვან უწყებებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1976 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნისას ის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო.

ანის და ნანუკას ახალგაზრდა დედა ჰყავთ. მას ვაკეში ერთ-ერთი ძვირადღირებული სალონი აქვს, რომლის მენეჯერიც ანია. 

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე 

ბერა ივანიშვილი უკვე რამდენიმე წელია ნანუკა გუდავაძეზეა დაქორწინებული. არსებული ინფორმაციით ნანუკას მამა და ბერას მამა დიდი ხნის მეგობრები არიან, სწორედ მამების ახლობლობის წყალობით გაიცნეს მათ ერთმანეთი.

ნანუკა გუდავაძე წარსულში მოდელად მუშაობდა, შემდეგ კი მოდის შესახებ ბლოგებს წერდა. ნა­ნუ­კა 14 წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა პო­დი­უმ­ზე, დი­ზა­ი­ნერ ბი­ჭო­ლას ჩვე­ნე­ბა­ზე. მას შემ­დეგ გო­გო­ნა მო­დის შე­სა­ხებ ბლო­გებს წერ­და და პე­რი­ო­დუ­ლად ჩვე­ნე­ბებ­ზეც გა­მო­დი­ო­და. აქ­ტი­უ­რობ­და ინ­სტაგ­რამ­ზეც.

ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე ბე­რას­თან ქორ­წი­ნე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნის, მე­რაბ შა­რი­ქა­ძის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. წყვი­ლის და­შო­რე­ბის შემ­დეგ გო­გო­ნა მა­ლე­ვე და­ი­ნიშ­ნა ბერა ივა­ნიშ­ვილ­ზე. თუმ­ცა, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში კა­პი­ტან­მა თქვა, რომ ბერა არ ყო­ფი­ლა მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი. 

  • "რაღაცებს ვნანობ... ნიკოს ბოდიშს მოვუხდიდი იმისთვის, რომ გული ვატკინე" - რას იხსენებს ეკა ნიჟარაძე ნიკო გომელაურზე 

ახლა ძი­რი­თა­დად ტი­კტოკ­ზე ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბი­თა და შვი­ლების მოვ­ლით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მილიარდერმა მა­მამ­თილ­მა რამ­დე­ნი­მე ნანუკას სამ­შო­ბი­ა­როდ მინი სა­ა­ვად­მყო­ფო მო­უ­წყო. ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­მა რძლის მშო­ბი­ა­რო­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად უცხო­ე­თის წამ­ყვა­ნი ექი­მე­ბიც კი მო­იწ­ვი­ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. ცოტა ხნის წინ, 2023 წლის 20 მარტს კი, მეორე ვაჟის, დადუ ივანიშვილის მშობლები გახდნენ.