"ეს ფოტო მაშინ გადავიღე, როცა ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილებები მივიღე " - რას წერს გვანცა დარასელია - Marao

"ეს ფოტო მაშინ გადავიღე, როცა ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილებები მივიღე " - რას წერს გვანცა დარასელია

2026-03-16 13:16:42+04:00

"ეს ფოტო გადაღებულია 2022 წლის 29 ივლისს. იმ დღეს, როცა ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილებები მივიღე და ბოლო ეთერი მქონდა "რუსთავი 2"-ში. აი, აქ, როცა ამ ფოტოს ვიღებ, თავს იმდენად ცუდად ვგრძნობ, რომ სიტყვებით ვერ ავხსნი. 

მაშინვე ჩემს მეგობრებთან გავიქეცი, რომ ეს ტკივილი ოდნავ მაინც დამევიწყებინა... მაშინ არ მქონდა გამბედაობა, რომ თქვენთვის ეს გამეზიარებინა, თუმცა ამ დღემ და ჩემმა გადაწყვეტილებამ საოცრად გამაძლიერა.

ბოლო ეთერზე რომ მივდიოდი, ფოტოც გადამიღია. ვერ ვახერხებდი დამშვიდებას. 

არ შეგეშინდეთ ცვლილებების, გაუსწორეთ თვალი თქვენს სურვილებს და პრინციპებს! სამყარო მხოლოდ ერთ შესაძლებლობას არასოდეს გვაძლევს", - წერს გვანცა დარასელია.

gvantsa-daraselia

gvantsa-daraselia

gvantsa-daraselia

gvantsa-daraselia

  • "ძალიან მენატრება, მაგრამ დაბრუნება არ მინდა" - გვანცა დარასელია ცხოვრების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ 

გვანცა დარასელიას ოჯახი და კარიერა 

გვანცა დარასელია ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანია. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყარო“-ზე. 2008 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, თუმცა ცოტა ხნის წინ აქტიურ ჟურნალისტურ კარიერაზე უარი თქვა და მიმართულება შეიცვალა. 

"ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.

ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა.

gvantsa-daraselia

  • "ჩემი ცხოვრების ორი მთავარი კითხვა - ისევ გახდი? და რატომ წამოხვედი ტელევიზიიდან? " - გვანცა დარასელიას გულწრფელი პასუხი გამომწერებს 

ახლა გვანცას საკუთარი რადიო "ქალების რადიო" აქვს და, ამის პარალელურად, ჩართულია საოჯახო ბიზნესში მეუღლესთან ერთად. 

"ჩემ­მა ოჯახ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ შეძ­ლო და პრა­ღა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და რე­სურ­სი ჩა­ი­დო ამ საქ­მე­ში. ჩვენ­მა მონ­დო­მე­ბამ გა­ა­მარ­თლა და ეს ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. ამ საქ­მით ჩემ­მა მე­უღ­ლემ აიხ­დი­ნა თა­ვი­სი დიდი ოც­ნე­ბა. ჩვენ ორი­ვე ვი­თარ­დე­ბით ცალ-ცალ­კეც და ერ­თა­დაც. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის ძა­ლი­ან დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ. გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვინ­და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ჩვე­ნი საქ­მის გამო გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ცალ-ცალ­კე გვი­წევს ყოფ­ნა", - ამბობდა გვანცა დარასელია. 

გვანცა დარასელიას მეუღლე ბიზნესმენი ვახო მჭედლიძეა. წყვილს ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავს.