ყიფშიძეების დიდ ოჯახს საქართველოში კარგად იცნობენ. გენიალური მსახიობის, ელენე ყიფშიძის შვილი, ზურა ყიფშიძე დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ, ქარიზმატულ და მომხიბვლელ მსახიობად ითვლება. ოჯახური ტრადიცია გააგრძელა მისმა ვაჟმა, გიორგი ყიფშიძემაც, რომელიც კინოსა და თეატრის მსახიობია. გიორგის და, ლენუკა ყიფშიძემ სახელოვნებო გზა არ აირჩია. მსახიობია გიორგი ყიფშიძის შვილი, ნატალია ყიფშიძეც, რომელიც მაყურებელმა უკვე არაერთ ფილმსა თუ ტელესერიალში იხილა.
სულ ცოტა ხნის წინ ყიფშიძეები ეკა ხოფერიას გადაცემის სტუმრები იყვნენ - ოჯახური საუბარი სხვადასხვა საინტერესო თემაზე შედგა, მათ შორის, განვლილ გზაზე, დიდ ტრადიციასა და პირად ურთიერთობებზე. ნატალია ყიფშიძემ გაიხსენა პერიოდი, როგორ გაატარა გიორგი ყიფშიძესა და მის ყოფილ მეუღლესთან, ენი გასიევასთან ერთად კოვიდ პანდემიის პერიოდი.
"კოსმო რომ დაიბადა, პანდემია იყო. გიორგი და მისი ყოფილი მეუღლე ერთად ცხოვრობდნენ ცალკე, იმ პერიოდში მე უნივერსიტეტი ონლაინ რეჟიმში მქონდა და მათთან ვიყავი ერთი წლის მანძილზე. ამ პირველი წლის მანძილზე მე ძალიან აქტიურად ვეხმარებოდი მათ, მაგრამ მივხვდი, რომ ეს უკვე ნამეტანი იყო, ძალიან დიდი დრო მიჰქონდა ამ ყველაფერს. მერე მეორე ბავშვიც გაჩნდა. შემდეგ კი ყველაფერი ისე გადალაგდა, რომ გიორგი სულ მარტო აღმოჩნდა. მე კი ძალიან მინდოდა დახმარება, მაგრამ მე ჩემი საქმე მქონდა - სწავლა, ზუსტად მაგ დროს ვიღებდი მონაწილეობას სერიალში, ძალიან ბევრი რამ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერთან ერთად, მყავდა ჩემი კატა, რომელსაც დიდი დრო და მოვლა სჭირდებოდა. ჰოდა უცებ ვუყურებდი, რომ გიორგი რეალურად სულ-სულ-სულ მარტო აღმოჩნდა", - ამბობს ინტერვიუში ნატალია ყიფშიძე.
გაგახსენებთ, რომ გიორგი ყიფშიძის პირველი მეუღლე მოდელი კრისტი ყიფშიძე იყო, მათ ქორწინებაში ერთი შვილი, ნატალია ყიფშიძე შეეძინათ. მსახიობმა მეორედ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა, მათ ერთი ვაჟი, ალექსანდრე ჰყავთ. მესამედ კი გიორგი ენი გასიევაზე იყო დაქორწინებული. მათ ორი შვილი, ლუნა და კოსმო შეეძინათ.

ნატალია ყიფშიძის ინტერვიუს ეკა ხოფერიასთან სწორედ გიორგი ყიფშიძის მესამე ცოლი, ენი გასიევა ეხმაურება და საკუთარ გვერდზე წერილს აქვეყნებს:
"სირცხვილია!
აი, ახლა კი ვისაც რა გინდათ, ის მომწერეთ და რაც გინდათ, თქვით, მაგრამ ნატალია რასაც საუბრობს, ეს არის სირცხვილი. სულ ასე რომ ყოფილიყო, ხმას როგორ ამოვიღებდი საჯაროდ... მაგრამ რეალობა სხვანაირად იყო და ამას აუცილებლად მოვყვები.
ვინც მიცნობს და მაგ პერიოდში კონტაქტი ჰქონდა ჩემთან, ყველამ კარგად იცის რეალურად რა როგორ იყო და არაერთი ადამიანია ამის მოწმე. ამაზე ძალიან მალე ჩავწერ ვიდეოს...“, - წერს ენი გასიევა.
მოგვიანებით მან კიდევ ერთხელ გააზიარა ინტერვიუს კადრები და კიდევ ერთი მიმართვა გამოაქვეყნა:
"შენი ძმაა! აბა, ოჯახს თუ არ დაეხმარე, ვის უნდა დახმარებოდი?! მაგრამ ოჯახის ამბებს, სულ რომ ეგრე ყოფილიყო, რა გამომატანინებდა გარეთ?!
მეც ბევრ რამეს ვაკეთებდი, რაც ჩემს ვალდებულებაში არ შედიოდა და ასე არ გამოვსულვარ და გაურკვეველი მიზეზების გამო არ მითქვამს. ჩემს თავს არ ვაკადრებდი ამას. თავმოყვარეობა გაქვს, ან - არა და რაც შეეხება კატას, მაქსიმუმ 2 წელია, რაც ჰყავს. კატას მოვლა სჭირდებოდა ძალიან დიდიო - სიგიჟე", - წერს ენი გასიევა.
