მსახიობი ნინო მუმლაძე ბოლო დროს სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა - წერს როგორც კარიერულ სიახლეებზე, ისე საკუთარ ყოველდღიურობაზე, მარტოხელა დედობასა და სირთულეებზე.
"როგორ ფიქრობთ, 41 წელი ქალისთვის ბევრია თუ - ცოტა?" - წერს ნინო მუმლაძე და საკუთარ ფოტოს აქვეყნებს.

„მე არ ვფიქრობ, რომ ოცნებები გვიან მიხდება. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. შესაძლოა, მე რომ შვილი ადრეულ ასაკში მყოლოდა, ვერ გამევლო ის ცხოვრების გზა, რომელიც გამოვიარე", - ამბობდა თავად ნინო. მსახიობი ახლა 41 წლისაა, ცხოვრობს აქტიური ცხოვრებსი წესით, მუშაობს, ზრდის შვილის და ამბობს, რომ თუ ექნება შესაძლებლობა, აუცილებლად ეყოლება კიდევ ერთი შვილი.
ნინო მუმლაძის ოჯახი და კარიერა
ნინო მუმლაძე ცნობილი და წარმატებული ქართველი მსახიობია. მას დამთავრებული აქვს კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო ათწლედის ვოკალის ფაკულტეტი. 2004 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2004 წელსვე დაიწყო მუშაობა თეატრალურ სარდაფში. 2006 წლიდან მუშაობდა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. 2007 წელს დაიწყო მუშაობა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 2010 წლიდან კი თავისუფალი თეატრის მსახიობია.
ნინოს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალებმა "ჩვენი ოფისი", "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" და "ჩემი ცოლის დაქალები".
2023 წელს ნინომ მეგობრებსა და გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა და გაამხილა, რომ ის შეყვარებული იყო. მისი რჩეული ფერმწერი გუგა გოგინაშვილი გახდა. მათ ერთი წლის წინ პირველი საერთო შვილი შეეძინა, რომელსაც რონი დაარქვეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მოვლა ძალიან დამღლელია, ეს მაინც შეუდარებელი განცდაა! სხვა დედებისგან განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი: ბავშვის ერთი ჩახუტება გადაწონის ყველა იმ სირთულეს, რომელიც პატარას მოვლას ახლავს თან. რაც მთავარია, მშობიარობამ კარგად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ 39 წლის ვარ და ჩემთვის ეს პირველი მშობიარობა იყო, არანაირი გართულება არ მქონია.
მშობიარობის შემდეგ ვერა და ვერ დავიკელი. ახლა გადავწყვიტე, ისევ მივმართო ჩემს ენდოკრინოლოგს და დავიწყეთ წონასთან დაუნდობელი ბრძოლა. ორსულობის შემდეგ ქალები ან სუქდებიან, ან ხდებიან, მე კი ისეთი არ აღმოვჩნდი, რომ გავმხდარიყავი. პირიქით, მიხარია, ვჭამ, განვიცდი – ვჭამ, ამიტომაც არ მიკვირს, რომ დედობის პირველმა წელმა გამასუქა…“ - ამბობდა მსახიობი.