კოსმეტიკის იტალიური ბრენდი „ბელაოჯი“ უკვე PSP-ს ქსელშია, მთელი საქართველოს მასშტაბით და ონლაინ. ბრენდი, რომლის უკან 30-წლიანი გამოცდილება და ათასობით ერთგული მომხმარებელი დგას, ქმნის პროდუქტებს, რომელიც იდეალურად ერგება ერთი მხრივ, პროფესიონალური და მინიმალისტური მაკიაჟის მოყვარულთა გემოვნებას.
სახელი Bellaoggi (იტალიურად - Bella oggi) ითარგმნება, როგორც „ლამაზი დღე“ და გამოხატავს ბრენდის ფილოსოფიას, ყველა ქალისთვის შექმნას ხელმისაწვდომი და ამავდროულად, ხარისხიანი მაკიაჟის პროდუქტები, რომელსაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.
იტალიური კოსმეტიკა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხარისხით არის განთქმული, დიდი ხანია, ქართველი მომხმარებლების ყურადღების ცენტრშია, ამიტომ როგორც PSP-ში განმარტავენ, მოლოდინი აქვთ, რომ აღმოჩენის შემდეგ, ბრენდს საქართველოში აუცილებლად შეიყვარებენ.
„ბელაოჯის“ კოსმეტიკა გათვლილია თანამედროვე ქალების ცხოვრების სტილზე - ერთდროულად გაძლევს სრულყოფილი შედეგის მიღებისა და ექსპერიმენტის საშუალებას, ინარჩუნებს კლასიკური პროდუქტების ხაზს, თუმცა უარს არ ამბობს ახალ ტენდენციებზე.
მისი ფორმულები შექმნილია მრავალჯერ ტესტირებული, დერმატოლოგების მიერ გადამოწმებული ფორმულებით, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და თავსებადია ყველა ტიპის კანთან.
PSP-ში „ბელაოჯის“ სტენდებზე ბრენდის თითქმის სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი, თუმცა გაგაცნობთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტებს:
„ბელაოჯის“ ეს ნიშური პროდუქტი არის ტუჩის ფერისა და გლოსის კომბინაცია, რომელიც ინტენსიურ, ნათელ და ელეგანტურ ეფექტს ქმნის. ტუჩსაცხს აქვს ორაპლიკატორიანი, მოსახერხებელი შეფუთვა - ერთი ბაზისთვის და მეორე გამჭვირვალე გლოსისთვის.

„ბელაოჯის“ ინტენსიური შავი ტუში, თანაბარი ფენით, იდეალურად ფარავს, აგრძელებს და უფრო მოცულობითს წამწამებს, არის მდგრადი და ანტიალერგიული.
იდეალურია როგორც ყოველდღიური, ასევე პროფესიონალური მაკიაჟისთვისაც.

My skin tone - არის უნივერსალური, ხანგრძლივი მოქმედების, მდგრადი ტონალური კრემი, რომელიც იდეალურად ერგება კანის ტონს და მდგრადია მთელი დღის მანძილზე.
მისი პარაბენებისა და მავნე ქიმიკატებისგან თავისუფალი ფორმულა გაჯერებულია შვრიის ექსტრაქტით, რაც კანის გამკვრივებასა და სიგლუვეს უზრუნველყოფს; ნატურალური ნასტურციუმის ყვავილი ხელს უწყობს კანის ჟანგბადით გაჯერებას და შესამჩნევად აუმჯობესებს მის ბზინვარებას და სიცოცხლისუნარიანობას; ხილის ექსტრაქტების ინოვაციური ნაზავი კი უზრუნველყოფს საათობით დატენიანებას და კვებას. პროდუქტი იდეალურია ნაკლოვანებების დასაფარად და კანის არათანაბარი ტონის გასათანაბრებლად, ბუნებრივი ბზინვარების შენარჩუნებით. ამ ტონალური კრემის მიკრო-წვრილი, რბილი ფოკუსის პუდრი კანს ანიჭებს გლუვ, კაშკაშა იერს.

პუდრი იდეალური პროდუქტია, თუ უნაკლო და ბუნებრივი დაფარვა გსურთ, მატირების ეფექტით. „ბელაოჯის“ პუდრის რბილი ტექსტურა ადვილად ნაწილდება კანზე, ამცირებს ფორებსა და წვრილ ნაოჭებს. თუ პროფესიონალურ მაკიაჟს ატარებთ, „ბელაოჯის“ ეს პუდრი სრულყოფილი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ, რადგან ტონალურ კრემზე გადასმის შემდეგ, აუმჯობესებს მის მდგრადობას, იდეალურია გადაღებებისა და ღონისძიებებისთვის.

„ბელაოჯის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი მსუბუქი, აბრეშუმისებრი თხევადი ბლაშია, რომელიც კანს ანიჭებს ჯანსაღ ფერსა და ბუნებრივ, ხანგრძლივ ბზინვარებას.
პროდუქტის ფორმულა გაჯერებულია უნიკალური ინგრედიენტებით, რომელიც იცავს და ატენიანებს კანს, უზრუნველყოფს მდგრადობას მთელი დღის განმავლობაში.

თუ თბილ და ცხელ ამინდში პუდრისებრი მაკიაჟის პროდუქტები გირჩევნიათ, ეს ბლაში სწორედ თქვენთვისაა. E ვიტამინით გამდიდრებული მსუბუქი, პიგმენტური ფორმულა კანს ანიჭებს ბუნებრივ და ჯანსაღ ბზინვარებას, არის მდგრადი და ადვილად თავსებადი მაკიაჟის სხვა პროდუქტებთან.

„ბელაოჯის“ ეს კორექტორი გამოირჩევა მაღალი დაფარვით, იდეალურად ერწყმის კანს და ანიჭებს მას ბუნებრივ, გლუვ და თანაბარ იერს. კრემისებრი, მსუბუქი ტექსტურა ქმნის დამცავ ბარიერს და იდეალურად მდგრადია მთელი დღის განმავლობაში.

ბრენდის ასორტიმენტში წარმოდგენილია მაკიაჟის სხვა პროდუქტებიც, ტუჩისა და თვალის ფანქრები, მაკიაჟის ფიქსატორი, ფრჩხილის გელი და სხვა. ესტუმრეთ PSP-ს და აღმოაჩინეთ ყველაფერი, რაც თქვენი მაკიაჟის რუტინისთვის გჭირდებათ.
R