ჰოლივუდის ვარსკვლავი, ვენსან კასელი და ნარა ბაპტისტა დღეს ერთ-ერთ ყველაზე განხილვად წყვილად ითვლება.
კასელი და ბაპტისტა წყვილის სტატუსით ერთად პირველად 2023 წლის გაზაფხულზე, პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდნენ. მოგვიანებით კი, კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალს დაესწრნენ.
მათი ურთიერთობის შესახებ პირველად ინფორმაცია 2023 წლის ნოემბერში გავრცელდა. წყვილს ერთი საერთო შვილი, კაეტანო ჰყავს, რომელთან ერთადაც ახლა რიოში ისვენებს. შვილის ფოტოები ნარამ და ვესანმა პირველად გააზიარეს საჯაროდ.



ნარა ბაპტისტას ცხოვრება
ბაპტისტა წარმოშობით ბრაზილიელია, თუმცა ბავშვობის დიდი ნაწილი ავსტრალიაში გაატარა, დედასთან ერთად. სწორედ ავსტრალიაში დაიწყო მისი ინტერესიც მოდის სამყაროს მიმართ. ის მონაწილეობდა Miss Universe Australia 2020 წლის კონკურსში და მოხვდა საუკეთესო 15 მონაწილეს შორის.
ნარა ბაპტისტამ კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სააგენტოსთან, Elite Model Management-თან და დაიწყო აქტიური მუშაობა როგორც კამპანიებში, ისე სარეკლამო გადაღებებში.

ნარა და ვენსანი პირველად ერთმანეთს 2023 წელს დაუკავშირდნენ, და მალევე გახდნენ წყვილი. წყვილმა ყურადღება ასაკობრივი სხვაობითაც მიიპყრო. კასელი 58 წლისაა, ნარა კი 28.
2025 წლის იანვარში წყვილს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც სახელად კაეტანო დაარქვეს
ბაპტისტა აქტიურად ჩნდება სოციალურ ქსელებში და მის გვერდებს ათიათასობით გამომწერი ჰყავს. მისი პოსტები ხშირად ასახავს მის ელეგანტურ და თავისუფალ სტილს, მოგზაურობებს და მოდის სფეროს მიღმა ცხოვრებასაც. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შედარებით ახალი სახეა საერთაშორისო მოდის სცენაზე, ნარახი დღითიდღე უფრო მეტ აღიარებას იმსახურებს და მის კარიერასაც საკმაოდ პერსპექტიულად აფასებენ.

ვენსან კასელი
ვენსან კასელი დაიბადა 1966 წლის 23 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ფრანგი მსახიობის — ჟან-პიერ კასელისა და ჟურნალისტის — საბინ ლიტიკიეს ოჯახში. როგორც მსახიობმა კარიერა ნიუ-იორკში დაიწყო, შემდეგ დაბრუნდა საფრანგეთში, სადაც რამდენიმე წელი მუშაობდა ცნობილი ფრანგი მსახიობის ჟან-ლუი ბაროს თეატრში.

მისი დებიუტი კინოში 1989 წელს შედგა. პირველ წარმატებებს 1990-იან წლებში მიაღწია, როდესაც რამდენიმე ცნობილ ფილმში მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანი იყო ფილმები „დობერმანი“ და „ჟანა დ'არკი“. ფილმში „მეწამული მდინარეები“ ფრანგ ვარსკვლავთან ჟან რენოსთან და მამამისთან ჟან-პიერ კასელთან მოუწია თამაში. 2001 წელს გადაიღეს ფილმში „მგლის საძმო“, რომელიც საკმაოდ მაღალშემოსავლიან კინოდ იქცა. 2005 წელს ითამაშა ფილმში „ღალატის ფასი“, რომელიც შვედმა რეჟისორმა – მიკაელ ჰეფსტრემმა გადაიღო. ამ ფილმში კასელი ყაჩაღის როლს ასრულებს, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად მოტყუების გზით დიდ თანხებს სძალავს მახეში გაბმულ მსხვერპლს.
2006 წელს მონიკა ბელუჩისთან ერთად ითამაშა ფილმში „შაიტანი“. 2010 წელს მთავარი როლი შეასრულა რომან გავრასის დრამაში „ჩვენი დღე დადგება“, ამავდროულად იყო ფილმის პროდიუსერი. ერთ-ერთი ბოლო როლი მიიღო ფილმში „შავი გედი“, სადაც მისი პარტნიორი იყო ნატალი პორტმანი.