„წიგნებს მოაქვს გაზაფხული“ - იყიდე ქალი ავტორის წიგნი და მიიღე საჩუქარი - Marao

„წიგნებს მოაქვს გაზაფხული“ - იყიდე ქალი ავტორის წიგნი და მიიღე საჩუქარი

2026-03-17 17:17:35+04:00

„წიგნებს მოაქვს გაზაფხული“ - ეს გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ კამპანიაა, რომლის იდეაც წიგნისა და გაზაფხულის სიმბოლურ კავშირს - განახლების, ზრდისა და შთაგონების იდეას ეფუძნება. გაზაფხული მხოლოდ წელიწადის დრო არ არის, ეს არის შინაგანი განახლებისა და იმ იმედის სიმბოლო, რომელიც ყველაზე ცივი ზამთრის შემდეგაც კი აუცილებლად მოდის.

ლიტერატურა, ისევე როგორც ბუნება, მარადიული განახლების პროცესია. ქალი ავტორების მიერ შექმნილი ამბები ხშირად გვანან იმ ფაქიზ, თუმცა ძლიერ ყვავილებს, რომლებიც პირველები ამარცხებენ ყინვას. სწორედ ამიტომ კამპანიის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც პალიტრა L-ის მიერ გამოცემულ ქალი ავტორის წიგნს შეიძენს, ყვავილის თესლით დასაჩუქრდება. 

ეს არის შესაძლებლობა, რომ შთაგონება, რომელსაც წიგნის კითხვისას მიიღებთ, რეალურ სიცოცხლედ აქციოთ. კითხვა, როგორც შთაგონების წყარო და ყვავილის თესლი, როგორც ახალი სიცოცხლისა და გაზაფხულის დასაწყისი - სწორედ ეს ორი კონცეფცია ერთიანდება კამპანიაში, რომელიც ყვავილის თესლების სრულ ამოწურვამდე გაგრძელდება. წარმოიდგინეთ, როგორ გადაიშლება თქვენს ფანჯრის რაფასა ან ბაღში ყვავილი, რომელიც თქვენს საყვარელ წიგნთან ერთად დაიწყო. 

საჩუქრების მიღება შეგიძლიათ „ბიბლუსის“ შემდეგ ფილიალებში:

  • კანდელაკის #7 „ბიბლუსი“;
  • სითი მოლი საბურთალოს „ბიბლუსი“;
  • სითი მოლი „გლდანი“;
  • არჩილ მიშველაძის 5 (ვაკის პარკი) „ბიბლუსი“.

რაც შეეხება ყვავილებს, შეგიძლიათ მიიღოთ ასტრას, ქვამოკლიტის, ნამიკრეფიასა და მიხაკის თესლი. თითოეული მათგანი განსხვავებულ ემოციასა და ფერს ატარებს, ისევე როგორც ის წიგნები, რომლებსაც თქვენ აირჩევთ. პარტნიორობის ფარგლებში ყვავილის თესლები „Gardenia vano/ვანოს ბაღის“ მიერ არის მოწოდებული. 

ვანო არის მოგზაური მებაღე და პლატფორმა „ვანოს ბაღის/Gardenia Vano“ ავტორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით მოგზაურობს და მებაღეობით დაინტერესებულ ადამიანებს სხვადასხვა სახეობის ყვავილებს, ყვავილის თესლებსა და მცენარეებს სთავაზობს. ის არ არის მხოლოდ მებაღე, ის არის ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ სიყვარულით დათესილი ყოველი მარცვალი სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის. სოციალურ ქსელში ის აქტიურად აზიარებს ბაღის მოვლასთან დაკავშირებულ გამოცდილებას და ხელს უწყობს მებაღეობის კულტურის პოპულარიზაციას. 

გადაშალეთ წიგნი, დათესეთ თესლი და გახსოვდეთ - გაზაფხული ყოველთვის იქ იწყება, სადაც ზრუნვაა.

დეტალურად იხილეთ:

გამომცემლობა „პალიტრა L“

„ვანოს ბაღი / Gardenia Vano“  

სერია „ქალების კალმით“ 

 R