როგორ ეხმაურება ნიცა თავაძე პატრიარქის გარდაცვალებას: "ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე" - Marao

როგორ ეხმაურება ნიცა თავაძე პატრიარქის გარდაცვალებას: "ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე"

2026-03-18 10:26:58+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალებამ სრულიად საქართველო დაამძიმა და დღევანდელი დღე გლოვის დღედ გამოცხადდა.

ილია მეორის გარდაცვალებას ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის იყო ნიცა თავაძეც. ნიცამ პატრიარქთან შეხვედრის ამსახველი კადრები გააზიარა.

"სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი და ეკლესიის მამა, რომელიც ცოცხალი წმინდანის სახით მოევლინა საქართველოს და ქართველ ხალხს. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე სულიერების განმტკიცებისა და სიკეთის დათესვის საქმეში. ჩვენ ბედნიერი ერი ვართ, რომ გვყავდა ასეთი სულიერი მამა, მისი უწმინდესობა, ჩვენი საყვარელი პატრიარქი ილია მეორე. ზეციური საქართველოდან ილოცე ჩვენთვის. მადლობა ყველაფრისთვის" - წერს ნიცა თავაძე.

nitsa-tavadze

  • ინტერვიუ ქართულად: "ნიცა ყველაზე ბედნიერი იყო, სულ მეუბნებოდა, იქ ცხოვრება დაუჯერებელი იქნებაო" - ხვიჩა კვარაცხელია ექსკლუზიურად Le Parisien-თან 

პსჟ-მ ლონ­დო­ნის ჩელ­სი სტუმ­რა­დაც და­ა­მარ­ცხა. ხვიჩამ მეექვსე წუთზე გოლი გაიტანა, რომელიც სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნა.

ილია მეორეს განვლილი გზა

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1977 წლიდან გარდაცვალებამდე.

ილია II-მ დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია 1960 წელს. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა. 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად. 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად შემოქმედელი ეპისკოპოსის ტიტულით. 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში და 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.

ILIA-MEORE

1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრება.

ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები, წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი; დაარსდა გაზეთები. 1988 წელს ილია II-ის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოიტანეს თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები.

ILIA-MEORE

1989 წლის აპრილში თბილისში ადგილი ჰქონდა საპროტესტო მოვლენებს. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. მომიტინგეებთან მივიდა და მათ სიტყვით მიმართა ილია II-მ. 9 აპრილს ილია II-მ სიონის საპატრიარქო ტაძარში დაღუპულთა მოსახსენებელი პირველი პანაშვიდი გადაიხადა.

ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საყოველთაო ნათლისღება დაიგეგმა. ეს იდეა ილია II-მ ჯერ კიდევ 2007 წელს გააჟღერა, რაც ყოველი მესამე და შემდგომი შვილის პატრიარქის მიერ მონათვლას ითვალისწინებდა, ხოლო პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე შედგა.

2017 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საღმრთო ლიტურღია აღავლინა. მის დაწყებამდე პატრიარქმა საზოგადოებისა და წმინდა სინოდის წევრთათვის მოულოდნელად წაიკითხა მისივე ხელით და პირადი ბეჭდით დამოწმებული ბრძანება, რის საფუძველზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო.

2026 წლის 16 მარტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ილია მეორე თავდაპირველად ჩაფიძის კლინიკაში, ხოლო შემდეგ „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა 93 წლის ასაკში. ილია მეორე ტიტულს 49 წელი იკავებდა, რაც რეკორდულია, ვინაიდან სხვა არცერთ კათოლიკოს-პატრიარქს არ ჰქონია შესაძლებლობა ამ დროის მანძილზე ემართა ეკლესია. მხოლოდ აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქი გრიგოლ ლორთქიფანიძე მართავდა ეკლესიას 46 წლის განმავლობაში.