"თითქოს ყველაფერი გაჩერდა. ხმაური გაქრა და უცებ - სიმშვიდე ჩამოწვა, ისეთი, რომელსაც ვერც ხსნი, ვერც იმეორებ" - ია ფარულავა ილია მეორის შესახებ - Marao

"თითქოს ყველაფერი გაჩერდა. ხმაური გაქრა და უცებ - სიმშვიდე ჩამოწვა, ისეთი, რომელსაც ვერც ხსნი, ვერც იმეორებ" - ია ფარულავა ილია მეორის შესახებ

2026-03-18 11:12:35+04:00

"12 წლის ვიყავი, პირველად რომ დავდექი ზეთისცხებაზე მის პირისპირ. დღემდე მახსოვს ის წუთი…

რაღაც ისეთი სითბო და სიყვარული ვიგრძენი, რაც მანამდე არასდროს მქონია. თითქოს ყველაფერი გაჩერდა. ხმაური გაქრა და უცებ - სიმშვიდე ჩამოწვა, ისეთი, რომელსაც ვერც ხსნი, ვერც იმეორებ.

იმ დღიდან ჩემთვის ის უბრალოდ პატრიარქი აღარ იყო. იყო შეგრძნება. იყო რწმენა. იყო რაღაც ძალა.

ყოველთვის მეგონა - უკვდავი იყო. ყველას თავისი წილი უწმინდესი ჰყავდა. იმათაც კი, ვინც ახლოდან არასდროს შეხვედრია - მაინც გრძნობდნენ. მაინც ჰქონდათ რაღაც კავშირი. დასრულდა ეპოქა, მაგრამ უწმინდესის სინათლე მუდამ გაანათებს ჩვენს გულს და გონებას. უფალმა დაუმკვიდრა სასუფეველი", - წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ია ფარულავა.

ilia-meore