ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა MMA სამყაროში გადაინაცვლა. ის ორგანიზაცია IFC Global-ში გაწევრიანდა. მან პირველი ბრძოლა უკვე ჩაატარა და ნოკაუტით გახდა გამარჯვებული. შემდეგი ბრძოლა 4 აპრილს გაიმართება. სწორედ ამ ბრძოლას ბექას მეუღლე ნინო გველესიანი ეხმიანება და მეუღლეს წარმატებებს უსურვებს.
"შენ ხარ ჩემი ძალა, ჩემი სიამაყე და ჩემი გამარჯვებული. ვიცი, რომ რაც წინ გელოდება, შენთვის კიდევ ერთი ნაბიჯია წარმატებისკენ.
არ აქვს მნიშვნელობა - შენ ჩემთვის უკვე საუკეთესო ხარ. შენში არის ის ძალა, ის ხასიათი და ის გული, რომელიც არასდროს ნებდება. გადი და აჩვენე ყველას ვინ ხარ. მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ და ყოველთვის ვიამაყებ შენით.
შენ აუცილებლად გაიმარჯვებ" - წერს ნინო გველესიანი
ბექა ღვინიაშვილისა და ნინო გველესიანის ოჯახი
ბექა ღვინიაშვილი და ნინო გველესიანი რამდენიმეწლიანი სიყვარულის შემდეგ, 2019 წელს დაქორწინდნენ. ამავე წელს მათ პირველი შვილი, მაშო შეეძინათ. 2022 წელს ბექადა ნინო ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც გიორგი დაარქვეს. 2024 წელს მათ ოჯახს კიდევ ერთი პატარა, ამჯერად გოგო შეემატა. ოჯახის ახალ წევრს მელანია დაარქვეს. გასულ ზაფხულს კი ბექა და ნინო მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ - მათ მატილდა ჰყავთ.

ბექა ღვინიაშვილი და ნინო გველესიანი უკვე მრავალშვილიანი მშობლები არიან და ამ მისიას წარმატებით უძღვებიან - მშობლები აქტიურად არიან ჩართული არიან ბავშვების აღზრდაში. ოჯახი ქალაქგარეთ ცხოვრობს და ნინოს ამ საკითხზე არაერთხელ უსაუბრია. აღნიშნავს, რომ პატარებთან ერთად ოჯახისგან და მეგობრებისგან მოშორებით ყოფნა რთულია, რადგან ყველა პასუხისმგებლობა მასზე და ბექაზეა. ბექა სპორტული კარიერიდან გამომდინარე კი, ნინოს ხშირად უწევს ბავშვებთან ერთად მარტო ყოფნა. მიუხედავად ამისა, მათ გადაწყვიტეს, რომ შვილებისთვის მშვიდ გარემოსა და სუფთა ჰაერზე ყოფნა უფრო პრიორიტეტულია, ამიტომ ამ მოცემულობას თავს მარტივად ართმევენ.
ნინოს და ბექას ბედნიერი ოჯახი აქვთ, ისინი შვილებთან ერთად ხშირად აწყობენ საოჯახო ფოტოსესიებს, მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტსა და დიდ სიყვარულს იღებენ.