"პატრიარქის უკანსასკნელი ნათლული რეზი" - რას წერს ქეთი წიქვაძე პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ - Marao

"პატრიარქის უკანასკნელი ნათლული - რეზი არველაძე" - რას წერს ქეთი წიქვაძე პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ

2026-03-19 10:04:25+04:00

"პატრიარქის უკანსასკნელი ნათლული რეზი" - წერს ქეთი წიქვაძე და პატარა რეზი არველაძის ნათლობის ფოტოებს აქვეყნებს.

გასული წლის სექტემბერში არველაძეების ოჯახში კიდევ ერთი არველაძე გაჩნდა. რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილის, ნიკა არველაძეს შვილი შეეძინა, რომელსაც ბაბუის საპატივცემულოდ რეზი დაარქვეს.

rezi-arveladze

rezi-arveladze

პატარა რეზი არველაძე პატრიარქის, ილია მეორეს ნათლულია. როგორც ცნობილია, ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საყოველთაო ნათლისღება დაიგეგმა. ეს იდეა ილია II-მ ჯერ კიდევ 2007 წელს გააჟღერა, რაც ყოველი მესამე და შემდგომი შვილის პატრიარქის მიერ მონათვლას ითვალისწინებდა, ხოლო პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე შედგა.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება.

2026 წლის 17 მარტს საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალებამ ქართველი ერს დიდი დანაკლისი მოუტანა. პატრიარქის დაკრძალვამდე ქვეყანაში გლოვის დღეები გამოცხადდა.

  • როგორ ეხმაურება ნიცა თავაძე პატრიარქის გარდაცვალებას: "ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე" 

ilia-meore

  • „მერე გაჩუმდა და ხმადაბლა თქვა, მინდა პალტო გაჩუქოო...“ - უცნობი ფოტოები და უცნობი ამბავი ილია II-ზე: Armani-ს პალტო და ლეგენდა, რომელიც ნივთზე ძვირფასი აღმოჩნდა 

ქეთი წიქვაძისა და ნიკა არველაძის ოჯახი  

ქეთი წიქვაძე მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის შვილია. მისი ბებია ბაბუა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი ქეთევან კიკნაძე და რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქეთის პროფესიად მსახიობობა არ აურჩევია, ის ფართო საზოგადოებამ მაინც ამ ამპლუით გაიცნო - ქეთი პოპულარულ სერიალში "ცემი ცოლის დაქალები" სახასიათო როლით გამოჩნდა და მაყურებელს მალევე შეაყვარა თავი. 

ნიკა არველაძე ასევე ცნობილი ოჯახის შვილია - მისი მშობლები დიზაინერი თეონა თავართქილაძე და ლეგენდარული ფეხბურთელი რეზი არველაძე არიან. ნიკას ჰყავს უმცროსი ძმა, ვატო არველაძე, რომელიც დაოჯახებულია მაკუნა ზედაშიძეზე. წყვილს ერთი შვილი, სოფია არველაძე ჰყავს. 

ქეთი წიქვაძე და ნიკა არველაძე ურთიერთობას დიდი ხნის მანძილზე მალავდნენ, საზოგადოებაში ერთად მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც დიდი სიხარულის - შვილის მოლოდინის შესახებ გაამხილეს. 

"ბოლო ერთი წელია მე, ნიკა და ბავშვები ერთად ვცხოვრობთ. გავხდით ერთი დიდი ოჯახი, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. ჩვენი ოჯახები ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ ფაქტს და ამ ურთიერთობას, საბედნიეროდ, ბარიერები არ შეუქმნია, პირიქით, კიდევ უფრო ახლობლები გავხდით ყველანი ერთმანეთისთვის. ზაფხულობით ხშირად ვისვენებდი ნიკას ოჯახთან ერთად ჩაქვში. ამდენად ჩვენ - მე, თეონა და რეზი უფრო ვმეგობრობთ", - ამბობდა ქეთი წიქვაძე.  იხილეთ სრულად