იზა ომაძე ილია II-ის შესახებ: "ღმერთმა არ ინება და ვერ შევხვდი პატრიარქს, რთულია შვილმოკლული დედის, მშობლის ნუგეში" - Marao

იზა ომაძე ილია II-ის შესახებ: "ღმერთმა არ ინება და ვერ შევხვდი პატრიარქს, რთულია შვილმოკლული დედის, მშობლის ნუგეში"

2026-03-19 10:35:21+04:00

2021 წლის 15 სექტემბერს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება. 

"ბოლო წლებში მთელი გულით მინდოდა პატრიარქთან შეხვედრა, მისი აზრი სულ მაინტერესებდა და და ვფიქრობდი, ჩემს რამდენიმე კითხვაზე მხოლოდ მას შეეძლო ამომწურავი პასუხი გაეცა. სამწუხაროდ, ღმერთმა არ ინება და ვერ შევხვდი პატრიარქს, რთულია შვილმოკლული დედის, მშობლის ნუგეში.

მისი ქადაგებიდან რამდენიმე ფრაზას ჩავეჭიდე და სულ ვიხსენებდი, უსაშველო ტკივილისას…

ურთულეს პერიოდში, არაერთი სისტემის ცვლილებისას მოუწია ცხოვრება პატრიარქს, მაგრამ მან თავისი სიბრძნით, ღვთის მადლით შეძლო ბევრი რამ.

მას მერე, რაც ამ ქვეყანას მოევლინება ადამიანი, მის ცხოვრებაში რჩება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, თარიღი ამ ქვეყნიდან გამგზავრებისა-გარდაცვალება, როდესაც საგზლად ამდენი ადამიანის ცრემლი, გულის ტკივილი მიგყვება - ესაა უმთავრესი.

"ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას! ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხონებს" - ასე გვასწავლე. მადლობა, პატრიარქო. მართალთა თანა განისვენოს სულმან თქვენმან. ჩვენი ოჯახი ჩვენს წილ ცრემლს გატანს!

ეს სტატუსი ქადაგებიდან საგულდაგულოდ მქონდა შენახული! 2021 წლის 17 ოქტომბერი! ჩემი ნიკო ერთი თვის შეერთებული იყო ზეციურ საქართველოს!ფასდაუდებელი ფორმულაა", - წერს იზა ომაძე და პატრიარქის შემდეგ სიტყვებს აქვეყნებს - "თუ გინდა გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება; თუ გინდა სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი".

ilia-meore

  • "მაშინ კი გავტყდი და ცრემლები წამომივიდა... შეიძლება პატრიარქმა ცოტა გადააჭარბა" - მარიკა ლორთქიფანიძის მოგონება ილია II-ზე 

ნიკო კვარაცხელიას საქმე

2021 წლის 15 სექტემბერს ნიკო კვარაცხელია რამდენიმე გასროლით მოკლეს. 

ცოტა ხნის წინ, საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდების დადგენილება სამი პირის - გურამ კაკულიას, დავით კაკულიასა და ბესარიონ ჟვანიას მიმართ გამოიტანა.

niko-kvaratskhelia

  • "ამას ვერანაირი წლები თუ გამოძიება ვერ გაანელებს" - რას წერს ლიკა კვარაცხელია ნიკო კვარაცხელიაზე 

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ძმებ­მა გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ებ­მა, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, გია კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის და კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში მათი ავ­ტო­რი­ტე­ტის გამ­ყა­რე­ბის მიზ­ნით, ამ უკა­ნას­კნე­ლის შვი­ლის ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით, მკვლე­ლო­ბა გა­ნიზ­რა­ხეს. ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბის მამა, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, და­ვით კა­კუ­ლია 2001 წლის 25 აგ­ვის­ტოს ქ.მოს­კოვ­ში მოკ­ლეს, რა­ზეც კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში და ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ვით კა­კუ­ლი­ას მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თი თით­ქოს­და გია კვა­რა­ცხე­ლია იყო,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამას ვითხოვ! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!" - წერს ნიკოს ნიკოს დედა.