"მეგონა, ჩემი ცხოვრება აქ დასრულდა" - ნინი ქარსელაძის მოგონებები პატრიარქზე - Marao

"მეგონა, ჩემი ცხოვრება აქ დასრულდა" - ნინი ქარსელაძის მოგონებები პატრიარქზე

2026-03-19 11:18:21+04:00

"წილად მხვდა ბედნიერება, 5 წლის ასაკიდან, ვყოფილიყავი მის სიახლოვეში. მასთან გატარებული ყველა წუთი, ჩემთვის ერთი დიდი დღესასწაული იყო! ხათუნა, რომ ავად გახდა… თითქოს მთელი სამყარო თავზე დამემხო, ცა ჩამომექცა და ფეხებში მიწა გამომეცალა… მეგონა, ჩემი ცხოვრება აქ დასრულდა. გვქონდა პატივი თითქმის ყოველდღე, მივსულიყავით ჩვენს უწმინდესთან დასალოცად, მისგან ნუგეშის მისაღებად. ერთადერთი ადგილი იყო, სადაც იმედი ცოცხლობდა და იქ შესვლისთანავე ვიცოდი - მთებს გადავდგამდი, ყველა ომს მოვიგებდი! პირველ მისვლაზე ხმით ვტიროდი, რომ დამინახა დამიძახა და ყურში ჩამჩურჩულა - "უფალი მოწყალეა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება!”. თან იქვე, მისი ჩვეული ჩუმი, დინჯი ტონით სწრაფადვე დაამატა, კალენდულას ჩაი დაალევინე, იგივე გულყვითელაო. მიუხედავად იმისა, რომ მასთან გავიზარდე, ეს დღე დაუვიწყარი იყო. გამოვედით და ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენი ძალიან რთული ომი, რომელსაც ვიწყებდით უკვე მოგებული გვქონდა! ეს პატარა ისტორია ჩემთვის მთელი სიცოცხლე და ცხოვრებაა!

ჩვენო უწმინდესო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, სიკეთისთვის, გვერდში დგომისთვის და ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომისთვის! ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს და მსოფლიოს მართლმადიდებლურ სამყაროს, ძალიან ძვირფასი ადამიანის, ჩვენი ერის მამის გარდაცვალებას! გვიყვარხართ, მოგვენატრებით და უთქვენოდ ძალიან გაგვიჭირდება ცხოვრების გაგრძელება! დასრულდა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ეპოქა!" - წერს ნინი ქარსელაძედა პატრიარქთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

  • "პატრიარქის უკანასკნელი ნათლული - რეზი არველაძე" - რას წერს ქეთი წიქვაძე პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ 

nini-ksrseladze

ilia-meore

  • „მერე გაჩუმდა და ხმადაბლა თქვა, მინდა პალტო გაჩუქოო...“ - უცნობი ფოტოები და უცნობი ამბავი ილია II-ზე: Armani-ს პალტო და ლეგენდა, რომელიც ნივთზე ძვირფასი აღმოჩნდა 

ილია მეორეს განვლილი გზა 

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1977 წლიდან გარდაცვალებამდე.

ილია II-მ დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია 1960 წელს. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა. 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად. 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად შემოქმედელი ეპისკოპოსის ტიტულით. 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში და 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.

1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრება. იხილეთ სრულად