რამდენიმე დღის წინ სალომე გოგიაშვილი თემურ ებიტაშვილის პოდკასტის სტუმარი იყო. სალომემ პოდკასტის ფარგლებში უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, მეუღლესთან დაშორებაზე და მოდელ ლიკა შენგელიასაც შეეხო. ამ ყველაფრის საპასუხოდ, ცოტა ხნის წინ, ლიკა შენგელიამ სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა. როგორც მოდელი ამბობს, ის აგრძელებს სასამართლო დავას და მასალებს ახალ მტკიცებულებას ურთავს.
"აი, როგორი გუნდი მყავს. გამთენიის ოთხი საათია და ახლა მომიტანეს. დილით ადრე უნდა დავურთო საბუთებს. ვნახოთ, ვისი დაბრუნება აჯობებს. ჩემს ოლიმპიურ მოთმინებას გისურვებ, გამოგადგებათ ჯგუფს. რაში ვხარჯავ ჩემს მოთმინებას და რესურს. ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე პასუხს აგებს. მთელი ჯგუფი, თქვენი ოპერატორიან, დამდგმელ-დირექტორიანად, ერთად.
პოდკასტში კითხეთ, დიდი თხოვნაა, რატომ არ უჩივლა იმას, ვინც თურმე, აბრალებს თავდასხმას, აშანტაჟებს და ცილს სწამებდა. დაკითხვაზე რატომ ჩაიგდო ხმა? რატომ თქვა, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ ვერ მისცემს ჩვენებას? პოდკასტში გადმოგდებული აქვს ენა. კლოუნი, ცირკი დამთავრდება მალე. სამართალი აუცილებლად აღდგება.
არავის არ შერჩება ჩემზე თითის დაკარება, ჩემს პირად ცხოვრებაში ჩარევა და ის ცილისწამება, რაც დღემდე ჩემი ოჯახი წევრების მიმართ ხორციელდება. არსებობს ექსპერტიზა, არსებობს ფაქტები, არსებობს უფალი და ვარსებობ მე, ვისაც ვერაფერი შეაშინებს!
სიმტკიცე არაფერია, როცა იცი, რომ მართალი ხარ, უბრალოდ მიდიხარ სასამართლოში და კლოუნადის გარეშე ამტკიცებ შენს სიმართლეს. 2 პოდკასტი ცოტაა, კიდევ 10 პოდკასტში მიდი და დაარწმუნე ხალხი შენს სიმართლეში, ისინი ვისაც სიბინძურის სჯერა. მე სასამართლოში გნახავ და გაჩვენებ მორიელს როგორ სრესენ მაღალი ქუსლით.
პოტენციური მკვლელის ადგილი ციხეშია. 4-დან 8 წლამდე გელოდება და კი გიყვარს რვა რიცხვი. ამოვიდა ყელში. ჩემი სიჩუმე ჩემი სისუსტე გგონიათ. ამიერიდან მიიღებ ყველაფერს, რაც დაიმსახურე", - წერს ლიკა შენგელია.

"შეიძლება არაფერი არ დამიმსახურებია, რის გამოც გული მეტკინა, მაგრამ როდესაც რაღაცას აკეთებ გარკვეულწილად შედეგიც იცი. თუ შენ არ შეგიძლია ამ შედეგის მიღება, რომელიც შესაძლოა ტკივილის მომტანი იყოს, მაშინ ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგა.
ჩემს ოჯახურ სიტუაციაში რა შედეგიც დადგა, ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ერთ დღეში მოხდა, წინა პერიოდი ყველაფერს აქვს, ბევრჯერ ვიწუწუნე და ვთქვი, რომ ამ მდგომარეობაში ყოფნა არ მინდოდა, ბევრჯერ მინდოდა ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა, მაგრამ არ გავაკეთე. საბოლოო შედეგად კი დღევანდელი მდგომარეობა მივიღე. ეს ყველაფერი თავიდანვე რომ გადამეწყვიტა და წამოვსულიყავი, შესაძლოა, ამ მდგომარეობამდეც არ მივსულიყავი.
დიდი ხნის წინ უნდა წამოვსულიყავი, ძალიან ბევრი მტკივნეული რამ მახსენდება, მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობ, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი შვილების კარგად ყოფნა, მათ დედაც და მამაც ძალიან უყვართ. მე რომ ჩემს ტკივილზე ვისაუბრო, ეს მხოლოდ ჩემს შვილებზე იმოქმედებს ნეგატიურად.
ახლა ჩვენ ისეთივე ურთიერთობა გვაქვს, როგორც ადრე, უბრალოდ დავშორდით ერთმანეთს. მეგობრობას ვეძახი, როცა გიყვარს და გენატრება, მე კიდევ არცერთი მაქვს მასთან მიმართებით, შვილები გვყავს, მაგრამ არასდროს განვიხილავ მასთან შერიგებას. არა იმიტომ, რომ ქალთან მიღალატა, არამედ მან მე მეგობრობაში მიღალატა. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ვმეგობრობდით, 15 წელი არ არის 15 დღე, ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ. ბევრ რამეში შევუწყვე ხელი და დღემდე ასე მოვიქცევი, რადგან ჩემი შვილების მამაა. ჩვენი ცხოვრება ისე წარიმართა, ძმაკაცი უფრო ვიყავი, ვიდრე ცოლი", - ამბობს სალომე გოგიაშვილი თემურ ებიტაშვილის პოდკასტში.