ცნობილი ადამიანები, რომელთა შვილებიც ილია II-მ მონათლა - Marao

ცნობილი ადამიანები, რომელთა შვილებიც ილია II-მ მონათლა

2026-03-20 10:36:46+04:00

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა საქართველოში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. ინიციატივა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს ეკუთვნოდა და მიზანი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

„მე სულ ვფიქრობდი, რა პრობლემები დგას ჩვენი ერის წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე, ეკლესიის წინაშე. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის დემოგრაფიული პრობლემა, როცა შობადობა იყო დაბალი. და აი, ამ დროს დაიბადა ეს იდეა.

  • "მქონდა სურვილი ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი და მინდოდა, საქართველოში სულ პატარა სოფელში მოძღვარი გავმხდარიყავი" - ილია II-ის განვლილი გზა - მშობლები, და-ძმა, მოგონებები და ოცნებები

უფრო სწორედ, ბევრი მთხოვდა მე, რომ ვყოფილიყავი ნათლია და თავისთავად წარმოიშვა, გაძლიერდა ეს იდეა”, - თქვა ილია მეორემ ეკა ხოფერიასთან ინტერვიუს დროს. 

„ხალხური გადმოცემაა, რომ ნახევრად ნათლიას ემსგავსებაო. ამბობენ, რომ კარგები გამოდიან ჩემი ნათლულები”, - ამბობდა საქართველოს პატრიარქი. 

2008 წლიდან დღემდე ილია II-ის ნათლულთა რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა. პირველი საყოველთაო ნათლობისას მონათლული ბავშვები კი უკვე სრულწლოვანები არიან. 

  • „მწყურვალივით ვეწაფები თქვენს სიტყვებსო, ეუბნებოდა თურმე.." - ვერიკო ანჯაფარიძე და ილია II - მეგობრობისა და ერთგულების ნამდვილი ამბავი

ახლა, როცა საქართველო პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ემზადება, განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ილია II-ის ნათლულების მსვლელობა თეთრი ვარდებით ხელში - მათ ამ ფორმით მიაგეს პატივი მათთვის ძალიან ძვირფასსა და ახლობელს - ნათლიას. 

საქართველოს პატრიარქის ნათლულთა შორის არაერთი ბავშვი საზოგადოებისთვის ცნობილი ოჯახიდანაა, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს - თქვენც გაგვიზიარეთ, გყავთ ოჯახში ილია II-ის ნათლული? 

ეკა ხოფერია

ეკა ხოფერიას მესამე შვილი, ირაკლი, ილია II-მ მონათლა. ეკამ წლების წინ პატრიარქთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ამბობდა, რომ ეს ფაქტი მისი ცხოვრების განსაკუთრებით ემოციური ნაწილია: 

"ჩემი მესამე შვილის თქვენი ნათლულია - ირაკლი. ეს იყო  ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ჩვენ ყველანი მოვედით, რომ მოგვენათლა ის. ზუსტად ვიცი, რას განიცდიან მშობლები, ა,ი ამ დღეს, როდესაც მოჰყავთ თქვენთან შვილები და ეს რამხელა ბედნიერებაა მათთვის. ასე რომ, მე არ მაქვს უფლება ყველას სახელით მადლობა გითხრათ, მაგრამ ჩემი სახელით მართლა ძალიან დიდი მადლობა". 

eka-khoperia

ბერა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილიშვილი,ს ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ვაჟის, ბერუკას ნათლია რეპერ ამიკო ჯანელიძესთან ერთად საქართველოს პატრიარქი ილია II-ც გახდა. 

ivanishvili

სა­ლო­მე ღვინიაშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი სამი შვილის დედაა, მას ვაჟი, დათუნა და ორი გოგონა, ტასო და ნიტა ჰყავს. ილია II სალომე ღვინიაშვილის მესამე შვილის, ნიტას ნათლიაცაა. 

"ჩემი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი -ტასო მიყ­ვე­ბო­და ნი­ტას ნათ­ლო­ბი­სა და პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რის­გან მი­ღე­ბუ­ლი შთაბეჭდილებების შე­სა­ხებ. ტასო მა­შინ მხო­ლოდ 4 წლის იყო და რო­დე­საც უწ­მინ­დეს­მა ნათ­ლუ­ლე­ბი და­ლო­ცა, მას­თან ტა­სოც მი­უყ­ვა­ნი­ათ.ტასო აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მიყ­ვე­ბო­და, რო­გო­რი საყ­ვა­რე­ლი ხე­ლე­ბი ჰქონ­და პატ­რი­არ­ქს, რო­დე­საც მას მო­ე­ფე­რა და და­ლო­ცა. სა­ო­ცა­რია, რომ ჩემი გო­გო­ნა ზუს­ტად აღ­წერ­და იმას, რა­საც თა­ვა­დაც ვგრძნობ­დი უწმინდესთან შეხ­ვედ­რი­სას, როცა ის მლო­ცავ­და და ხელ­ზე ვემ­თხვე­ო­დი ხოლ­მე. თით­ქოს მისი ხე­ლი­დან არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი მო­დი­ო­და", - იხსენებდა სალომე ღვინიაშვილის მეუღლე, ზურა ხიზანიშვილი. 

salome-gviniashvili

ზაზა ფაჩულია

კალათბურთელ ზაზა ფაჩულიასა და მის მეუღლეს, თიკა ალავიძე-ფაჩულიას 4 შვილი ჰყავთ, ილია II კი მათი ოჯახის ნათლიაცაა. ოჯახი უკვე რამდენიმე წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს. თიკა ალავიძე ემოციური წერილით დაემშვიდობა ილია II-ს და გაიხსენა სიტყვები, რომელიც პატრიარქმა მას და მის მეუღლეს უკანასკნელი შეხვედრისას უთხრა - "დაბრუნდით საქართველოშიო".

pachulia

თაკო ჩხეიძე

მოდელ თაკო ჩხეიძეს სამი ვაჟი ჰყავს, მისი უმცროსი შვილის ნათლიაც ილია II გახდა. 

"რო­დე­საც გა­ვი­გე, მე­სა­მე შვი­ლი მე­ყო­ლე­ბო­და, პირ­ვე­ლი სი­ხა­რუ­ლი ის იყო, რომ მისი ნათ­ლია პატ­რი­არ­ქი გახ­დე­ბო­და. მარ­თლაც, პა­ტა­რა თვე­ე­ბის იყო, როცა მოვ­ნათ­ლეთ და ამ მოვ­ლე­ნას ჩემი ოჯა­ხის­თვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს", - ამბობდა თაკო ჩხეიძე წლების წინ. 

chkheidze

ქეთი წიქვაძე

პატრიარქი თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის ოჯახის ნათლიაცაა - სწორედ მათი შვილიშვილი, ქეთი წიქვაძისა და ნიკა არველაძის შვილი, უმცროსი რეზი არველაძე გახდა ილია II-ის უკანასკნელი ნათლული. 

arveladzeebi

სალომე გოგიაშვილი 

ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი მრავალშვილიანი დედაა, მისი შვილების, ირაკლისა და დუდას ნათლია კი პატრიარქი გახდა. 

"ვე­რას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ბევ­რი შვი­ლი მე­ყო­ლე­ბო­და, მაგ­რამ ღვთის ნე­ბით ასე მოხ­და და ეს ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. კი­დევ უფრო დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ ორი მათ­გა­ნი - ირაკ­ლი და დუდა პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლე­ბი არი­ან. ეს ჩემი ოჯა­ხის­თვის უდი­დე­სი მად­ლი და ამავდრო­უ­ლად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ცაა", - ამბობდა სალომე. salome

ნანუკა გულუა

ტელეწამყვანი და მსახიობი ნანუკა გულუას მესამე შვილი, კირა ილია II-ის ნათლულია. 

"მადლობა ღმერთს, რომ მოვასწარი მესამე შვილის გაჩენა, რომელიც პატრიარქმა მონათლა. გული გამეგლიჯა, ძალიან მეშინოდა ამ დღის. მადლობა ყველაფრისთვის. დარწმუნებული ვარ, ის მადლი, რომელიც ნათლობის დროს ნათლიიდან ნათლულზე გადადის, მუდამ თან გაჰყვება კირას. ის ყოველთვის იამაყებს პატრიარქის ნათლულობით და კეთილი, ადამიანთმოყვარე გოგო გაიზრდება!" - წერდა ნანუკა გულუა. 

gulua

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას ვაჟი, თემო მარგველაშვილი ილია II-მ მონათლა. ნათლობა ნიკოლოზობა დღეს შედგა და თემოს ნათლობის სახელიც ნიკოლოზი გახდა. 

chichua

კახა კალაძე

თბილისის მერს, კახა კალაძესა მის მეუღლეს, ანუკი არეშიძეს ოთხი ვაჟი, ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლასი ჰყავთ. ვაჩესა და ნიკოლასის ნათლია კი სწორედ საქართველოს პატრიარქი ილია II გახდა. 

kaladze

გიორგი ვაშაძე

პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძისა და მისი მეუღლის, ქეთი სიჭინავას მესამე შვილის, ანასტასია ვაშაძის ნათლიაც ილია მეორეა. 

vashadze

ირაკლი ღარიბაშვილი

ილია მეორეს ნათლულები არიან: საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის შვილები გაბრიელი და ნინო.

ghariba

დავით ნარმანია

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მონათლა დედაქალაქის ყოფილი მერის დავით ნარმანიას და თიკა თინიკაშვილის მესამე შვილი –ელენე ნარმანიაც.

narmania