ალბათ, წიგნი ერთადერთი ნივთია, რომლის ჩუქებითაც ადამიანს არა მხოლოდ ნივთს, არამედ მთელ სამყაროს გადასცემთ. სწორედ ამ იდეით დაიწყო „ბიბლუსმა“ ახალი, მასშტაბური კამპანია, რომლის ფარგლებშიც მკითხველს შემოქმედებით კონკურსში იწვევს.
მონაწილეობის წესები მარტივია. მონაწილემ ვიდეოში უნდა გააზიაროს, თუ რას ნიშნავს მისთვის წიგნი და რატომ უნდა აჩუქონ ადამიანებმა ერთმანეთს წიგნები, ასევე შთაბეჭდილებები ბოლოს წაკითხული, მისთვის საინტერესო, წიგნის შესახებ.ვიდეოს ქრონომეტრაჟი არის არაუმეტეს 2 წუთისა.
ვიდეოს შექმნისას კონკურსანტს უფლება აქვს გამოიყენოს ნებისმიერი კამერა ან ტელეფონი, ისევე როგორც ხელოვნური ინტელექტი. მან უნდა ატვირთოს ვიდეო ერთ-ერთ სოციალურ ქსელში: Facebook, TikTok ან Instagram, საჯარო წვდომით. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი ორ ან მეტ სოციალურ ქსელში ატვირთავს ვიდეოს, შედეგები არ დაჯამდება. აუცილებელია, რომ ვიდეოზე მონიშნული იყოს „ბიბლუსის“ ოფიციალური გვერდი იმ სოციალურ მედიაში, სადაც ვიდეოს ატვირთავს და პოსტის აღწერაში კი - 2 ჰეშთეგი #აჩუქეწიგნი #აჩუქეწიგნი2026 . გაითვალისწინეთ, ვიდეო ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს, თუ მასში დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი აქცენტები/შინაარსი იქნება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც 16+ ასაკისაა და საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს.
ვიდეოების მიღება 2026 წლის 30 აპრილს დასრულდება. გამარჯვებული კი 2026 წლის 15 მაისს გამოვლინდება. მას „ბიბლუსი“ დაბადების დღისთვის დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებაზე დააჯილდოებს.
გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში ჩართული იქნება როგორც წინასწარ შერჩეული ჟიური, ისე ფართო საზოგადოება. შერჩევა „ბიბლუსის“ მიერ ჩამოყალიბებული ქულათა სისტემის საფუძველზე, შემდეგი კრიტერიუმებით მოხდება:
- მოწონებების რაოდენობა – მაქს. 10 ქულა;
- კომენტარების რაოდენობა – მაქს. 10 ქულა;
- გაზიარებების რაოდენობა – მაქს. 10 ქულა;
- ჟიურის შეფასება – მაქს. 20 ქულა.
ჟიურის შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია: საკონკურსო ნამუშევრის შინაარსის შესაბამისობა, კრეატიულობა და ორიგინალურობა, ვიზუალური ხარისხი, ნამუშევრის ემოციური და შთამაგონებელი ეფექტი.
კონკურსში გამარჯვებული ორი მონაწილე „ბიბლუსის“ 2 000-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს მიიღებს. გარდა ამისა, გამოვლინდება 10 ფავორიტი მონაწილე, ვისაც სხვადასხვა ღირებულების სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემა.
არ დაგავიწყდეთ, 30 აპრილი ვიდეოების გაზიარების ბოლო ვადაა. თუმცა რაც მალე დადებთ თქვენს ნამუშევარს სოციალურ ქსელში, მით მეტი შანსი გექნებათ, საზოგადოების პოზიტიური შეფასება და ქულები დააგროვოთ.
R