ეკო ფანგანის მიმართვა: "ერთმანეთის გარდა, არავინ გვყავს ქართველებს, ხომ გავერთიანდით ახლა..." - Marao

ეკო ფანგანის მიმართვა: "ერთმანეთის გარდა, არავინ გვყავს ქართველებს, ხომ გავერთიანდით ახლა..."

2026-03-20 14:42:28+04:00

"ძალიან ბევრნი ვართ მართლმადიდებლები, ძალიან ბევრს უყვარს პატრიარქი, ძალიან ბევრის გულშია ქრისტე.

  • ცნობილი ადამიანები, რომელთა შვილებიც ილია II-მ მონათლა

ჰო და, ეს ყველაფერი თუ ასეა, არ შეიძლება ერთმანეთი არ გვიყვარდეს! ქრისტე მხოლოდ სიყვარულია, მართლმადიდებლობა შემწყნარებლობა და სიყვარულია. ჩვენი პატრიარქიც სულ და მხოლოდ ამას გვთხოვდა, გიყვარდეთ ერთმანეთიო... რატომ ვერ ვასრულებთ ყველაზე მთავარს და ძვირფასს, რატომ არ ვუსმენთ მათ, ვინც ასე გვიყვარს.

  • "ღირსეულ დედა-შვილობას გისურვებ, მითხარი შენი სახელი, მე ვილოცებ შენთვის" - თამრიკო ჭოხონელიძეს პირველი შეხვედრა პატრიარქთან

ერთმანეთის გარდა, არავინ გვყავს ქართველებს. ხომ გავერთიანდით ახლა, ეს ხომ დაინახა მსოფლიომ და დავრჩეთ ასე, ნუ იქნება წამიერი ეს ერთობა! ამ უმძიმეს ჟამს, ამ მრავალი ომის დროს, ჩვენი მცველი და მხსნელი გამოგვეცალა მიწაზე, მაგრამ დაგვიბარა, “ერთმანეთი გიყვარდეთ და საქართველო გადარჩებაო”. აღვასრულოთ უწმინდესის თხოვნა, დავიწყოთ თითო ნაბიჯით, თითო სიტყვით, ჩვენ, რიგითმა ქართველებმა. მე მიყვარხართ ყველა", - წერს ეკატერინე ფანგანი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას ეხმაურება. 

eko-pangani