ვინ იყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, რომელიც დღეს, 20 მარტს გარდაიცვალა: მიხაილო დენისენკო - დონბასელი მეშახტის შვილი, რომელმაც უკრაინის საეკლესიო ისტორია შეცვალა - Marao

ვინ იყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, რომელიც დღეს, 20 მარტს გარდაიცვალა: მიხაილო დენისენკო - დონბასელი მეშახტის შვილი, რომელმაც უკრაინის საეკლესიო ისტორია შეცვალა

2026-03-20 15:41:24+04:00

„უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი და კიევის მიტროპოლია ღრმა მწუხარებით აცნობებს სრულიად უკრაინულ სამწყსოს, რომ 2026 წლის 20 მარტს, ქრონიკული დაავადებების გამწვავების შედეგად, სიცოცხლის 98-ე, მონაზვნობის 77-ე და იერარქიული თანამდებობის 65-ე წელს, მისი უწმინდესობა პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა“ - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავრცელებს.

ukrainis-patriari

ვინ იყო უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი -  პატრიარქი ფილარეტი

მიხაილო ანტონის ძე დენისენკო, რომელიც მსოფლიოსთვის უფრო ცნობილია, როგორც პატრიარქი ფილარეტი, უკრაინის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და წინააღმდეგობრივი ფიგურაა.

  • "ღირსეულ დედა-შვილობას გისურვებ, მითხარი შენი სახელი, მე ვილოცებ შენთვის" - თამრიკო ჭოხონელიძეს პირველი შეხვედრა პატრიარქთან

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქის, ფილარეტის (ერისკაცობაში მიხაილო ანტონის ძე დენისენკო) ბიოგრაფია არა მხოლოდ სასულიერო პირის გზა, არამედ მთელი უკრაინის მეოცე საუკუნის ტრაგიკული ისტორიის სარკეა.

  • ფესვები და ბავშვობა საბჭოთა დონბასში

მიხაილო დენისენკო 1929 წლის 23 იანვარს, დონეცკის ოლქის სოფელ ბლაგოდატნოეში დაიბადა. მისი ოჯახი ტიპური მუშათა კლასის წარმომადგენელი იყო. მამა, ანტონ დენისენკო, ადგილობრივ შახტაში მუშაობდა და შვილებს მკაცრი შრომისმოყვარეობით ზრდიდა.

მისი ბავშვობა უმძიმეს პერიოდს დაემთხვა - უკრაინაში ხელოვნურად გამოწვეულ შიმშილობას (გოლოდომორს), რამაც წარუმატებელი კვალი დატოვა მის მეხსიერებაზე. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს რელიგია იდევნებოდა, ოჯახში ფარულად მაინც ინარჩუნებდნენ ტრადიციებს.

  • ტრაგედია, რომელმაც რწმენისკენ მიაბრუნა

მომავალი პატრიარქის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი 1943 წელს დადგა. მეორე მსოფლიო ომის დროს, მამამისი, ანტონ დენისენკო, ფრონტზე დაიღუპა. ის მდინარე დნეპრის გადალახვისას გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლას შეეწირა.

  • "მქონდა სურვილი ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი და მინდოდა, საქართველოში სულ პატარა სოფელში მოძღვარი გავმხდარიყავი" - ილია II-ის განვლილი გზა - მშობლები, და-ძმა, მოგონებები და ოცნებები

როგორც თავად ფილარეტი მოგვიანებით იხსენებდა, მამის დაკარგვამ მასში გააჩინა კითხვა: „სად არის ახლა მამაჩემი? თუ ის აღარ არსებობს, მაშინ რა აზრი აქვს სიცოცხლეს?“ სწორედ ამ ეგზისტენციალურმა კრიზისმა მიიყვანა 17 წლის მიხაილო ოდესის სასულიერო სემინარიაში 1946 წელს. ათეისტურ გარემოში გაზრდილი ყმაწვილისთვის ეს ნაბიჯი ერთგვარი აჯანყებაც იყო და შინაგანი ხსნის ძიებაც.

ikrainis

  • გზა „ფილარეტობამდე“

სემინარიის შემდეგ იყო მოსკოვის სასულიერო აკადემია, სადაც მან ბრწყინვალე განათლება მიიღო. 1950 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, მან ბერად აღკვეცის გადაწყვეტილება მიიღო და სახელი „ფილარეტი“ (ბერძნულად „სათნოების მოყვარული“) აირჩია.

მისი კარიერული წინსვლა სწრაფი იყო, თუმცა მისი გული ყოველთვის უკრაინისკენ დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მოსკოვის საპატრიარქოს ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა გახდა, მისი წარმოშობა და დონბასური ხასიათი ყოველთვის განასხვავებდა მას სხვა იერარქებისგან.

მიხაილო დენისენკოს ფიგურა დღესაც დებატების საგანია, თუმცა ერთი რამ უდავოა: პატარა სოფელ ბლაგოდატნოეში დაბადებულმა მეშახტის შვილმა შეძლო ის, რაც საუკუნეების მანძილზე შეუძლებელი ჩანდა - იყო ერთ-ერთი, ვინც საფუძველი ჩაუყარა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას.