ნინი შერმადინის უკანასკნელი მიძღვნა პატრიარქს: "მეც ბოლოჯერ ვუმღერებ მის საყვარელ სიმღერას" - Marao

ნინი შერმადინის უკანასკნელი მიძღვნა პატრიარქს: "მეც ბოლოჯერ ვუმღერებ მის საყვარელ სიმღერას"

2026-03-22 10:45:06+04:00

"ყველა ჩვენებურად ვეთხოვებით უწმინდესს უკანასკნელ გზაზე, მეც ბოლოჯერ ვუმღერებ მის საყვარელ სიმღერას ჩემს ტკბილ პატრიარქს… მაპატიეთ ემოციები…მადლობა ყველაფრისთვის და მიყვარხარ", - წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი შერმადინი და ვიდეოს აქვეყნებს. 

ilia-meore

ილია მეორე გარდაიცვალა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • "ღირსეულ დედა-შვილობას გისურვებ, მითხარი შენი სახელი, მე ვილოცებ შენთვის" - თამრიკო ჭოხონელიძეს პირველი შეხვედრა პატრიარქთან

მას 22 მარტს თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ და დაკრძალავენ.

  • ეკო ფანგანის მიმართვა: "ერთმანეთის გარდა, არავინ გვყავს ქართველებს, ხომ გავერთიანდით ახლა..."

ლია მეორის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგონ პატივი უწმინდესს