„მე და ჩემი ოჯახი ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი უმნიშვნელოვანესი და შთამაგონებელი მოღვაწეობა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ წარუშლელი დარჩება და მუდამ იქნება შთაგონების წყარო ყველასთვის.
განისვენოს მისმა სულმა საუკუნო და მშვიდ გარემოში", - წერს სოციალურ ქსელში სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი უმცროსი და ოჯახის სახელით უსამძიმრებს საქართველოს.

ილია მეორე გარდაიცვალა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 22 მარტს თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ და დაკრძალავენ.
ლია მეორის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგონ პატივი უწმინდესს