"ადამიანებში გულს ხედავდა, იმ ერთ ნათელ წერტილს ხედავდა…" - ბასა ფოცხიშვილი ილია II-ს იხსენებს - Marao

"ადამიანებში გულს ხედავდა, იმ ერთ ნათელ წერტილს ხედავდა…" - ბასა ფოცხიშვილი ილია II-ს იხსენებს

2026-03-22 11:38:58+04:00

„საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, ამბობდა არა, ბასა, შენ არ ხარ სამონაზვნოო. ადამიანებს იღებდა ისეთებს, როგორებიც არიან, განსხვავებული ტიპის, რჯულის, მხედველობის, ქცევის ადამიანებს და ამ ადამიანებში ნახულობდა ყველაზე კარგს.

გულს ხედავდა, იმ ერთ ნათელ წერტილს ხედავდა… ჩემზე ეცინებოდა ხოლმე, ხანდახან, როგორც ურჩი შვილი, ისეთ რამეს რომ გავაკეთებდი, სიყვარულით იღებდა, მპატიობდა. მეფერებოდა, როდესაც რაღაც კარგს გავაკეთებდი“, – იხსენებს ბასა ფოცხიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის შესახებ  „პალიტრანიუსის“ ეთერში. 

ilia-meore

ილია მეორე გარდაიცვალა 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • "ღირსეულ დედა-შვილობას გისურვებ, მითხარი შენი სახელი, მე ვილოცებ შენთვის" - თამრიკო ჭოხონელიძეს პირველი შეხვედრა პატრიარქთან

მას 22 მარტს თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ და დაკრძალავენ.

  • ეკო ფანგანის მიმართვა: "ერთმანეთის გარდა, არავინ გვყავს ქართველებს, ხომ გავერთიანდით ახლა..."

ლია მეორის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგონ პატივი უწმინდესს