ნინო სურგულაძის „კი­რიე ელე­ი­სონ“: ქართველმა მეცო-სოპრანომ პატრიარქის საგალობელი შეასრულა - Marao

ნინო სურგულაძის „კი­რიე ელე­ი­სონ“: ქართველმა მეცო-სოპრანომ პატრიარქის საგალობელი შეასრულა

2026-03-22 12:17:43+04:00

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. წირვას სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი), სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­თან ერ­თად აღას­რუ­ლებს.

  • VIDEO: ილია II-ის მიმართვა სოფო ნიჟარაძეს და ნაკლებად ცნობილი ამბავი - "ასე რომ, ქალბატონო სოფიკო, თქვენ გეკუთვნით ინიციატივა ამ დიდი საქმისა" 

ტაძარში სამების მგალობელთა გუნდთან ერთად იმყოფება ქართველი საოპერო მომღერალი, ნინო სურგულაძემ, რომელმაც პატრიარქის მიერ დაწერილი საგალობელი, „კი­რიე ელე­ი­სონ“ შეასრულა. 

  • „მერე გაჩუმდა და ხმადაბლა თქვა, მინდა პალტო გაჩუქოო...“ - უცნობი ფოტოები და უცნობი ამბავი ილია II-ზე: Armani-ს პალტო და ლეგენდა, რომელიც ნივთზე ძვირფასი აღმოჩნდა

ილია მეორე გარდაიცვალა 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 22 მარტს თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ და დაკრძალავენ. ლია მეორის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგონ პატივი უწმინდესს.