კანის სწორად მომზადება სრულყოფილი და მდგრადი მაკიაჟის საწინდარია. ნაზად წმენდა და ღრმა დატენიანება პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურებია ერთი მხრივ, კანის ბარიერის დაცვის და მეორე მხრივ, მაკიაჟის პროდუქტების თანაბრად გადანაწილებისთვის.
მნიშვნელოვანია, დასაბანი საშუალება გამოშრობისა და pH-ის დაზიანების გარეშე უნდა წმენდდეს კანს. რეკომენდებულია, შეიცავდეს კერამიდებს, ჰიალურონის მჟავას, ნიაცინამიდს ან მათ კომბინაციას, რათა უზრუნველყოს დატენიანება და ცხიმის გამოყოფის რეგულირებაც.
ცივ და გრილ ამინებში რეკომენდებულია შრატის გამოყენებაც, კანის საჭიროებების მიხედვით - დატენიანებისთვის ჰიალურონის მჟავა; ცხიმის რეგულირებისა და წვრილი ხაზების პრევენციისთვის - ნიაცინამიდი, რეტინოლი ან რესვერატროლის შემცველი პროდუქტები. შრატი რეკომენდებულია ზაფხულშიც, თუ მისი დატანის შემდეგ კანი არ „მძიმდება“. რაც შეეხება დამატენიანებელს, რეკომენდებულია, არ შეიცავდეს ეთერზეთებს, პარფიუმსა და სხვა ალერგიულ პროდუქტებს, იწოვებოდეს მარტივად და არ იქერცლებოდეს კანზე დატანის შემდეგ.
თუ ჩვენი მაკიაჟი მდგრადობას ვერ ინარჩუნებს კანის ცხიმიანობის ან ცხოვრების წესიდან გამომდინარე, Essence-ისა და Catrice-ის ეს პროდუქტები დაგვეხმარება, განახლების გარეშე შევინარჩუნოთ პირვანდელი შედეგი და ამავდროულად, ვიზრუნოთ დატენიანებასა და კანის ბარიერის დაცვაზე.
თითოეული მათგანი დერმატოლოგიურად ტესტირებულია, დამზადებულია ჰიპოალერგიული ფორმულით და ერთიანდება ერთი ნიშის გარშემო - ხარისხიანი პროდუქტები ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.
განვიხილოთ თითოეული მათგანი:

ევროპის N1 მაკიაჟის ბრენდის, „ესენსის“ ტუჩის ბალმი დამზადებულია ორგანულ ნივთიერებებზე, შეიცავს შიის კარაქსა და E ვიტამინს, რაც უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას და მაკიაჟის პროდუქტების ადვილად გადანაწილებას, იქნება ეს ტუჩსაცხი გლოსი თუ ფანქარი. იცავს ტუჩის თხელ ზედაპირს გამოშრობისა და დასკდომისგან. ბალმის გამოყენებიდან 10 საათის განმავლობაში .

მაკიაჟის მდგრადობისთვის საუკეთესო არჩევანია პრაიმერი, რომლის თხელი ფენა დამატენიანებლის წასმიდან რამდენიმე წუთის შემდეგ უნდა გადავინაწილოთ კანზე.
გერმანული ბრენდის, „კატრისის“ მსუბუქი და გლუვი ტექსტურა უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, ანიჭებს პრიალა, სარკისებურ ეფექტს და უზრუნველყოფს მაკიაჟის ხანგრძლივად დაფიქსირებას. პროდუქტი არ შეიცავს ცხიმებსა და ეთერზეთებს, არის ჰიპოალერგიული და ყველა ტიპის კანთან თავსებადი. რაც მთავარია, პრაიმერი ქმნის ერთგვარ ბარიერს მაკიაჟსა და კანს შორის, რაც უზრუნველყოფს შრატისა და დამატენიანებელი საშუალებების უკეთეს მოქმედებას და გარემო ფაქტორებისგან დაცვას.
Essence-ის ტუჩის ბალმი ჟელესებრი ტექსტურით უზრუნველყოფს ტუჩების ღრმა კვებასა და ინტენსიურ დატენიანებას. გათვლილია ღამით მოხმარებისთვის, რათა გამოკვებოს და აღადგინოს ტუჩის თხელი კანი.
იდეალურია მშრალი და გამომშრალი ტუჩებისთვის, არის ვეგანური და cruelty-free.
დამატენიანებელი ბანანის თვალის პაჩი, ჰიალურონის მჟავითა და ბანანის ექსტრაქტით, ანიჭებს კანს თვალების ირგვლივ ინტენსიურ ტენიანობას. საშუალება დერმატოლოგიურად შემოწმებულია ყველა ტიპის კანზე, შესაფერისია მგრძნობიარე კანისთვის და აქვს გამაღიავებელი ეფექტი. იდეალურია მაკიაჟის ბაზად.
„ესენსის“ ინოვაციურ გელპრაიმერს აქვს ღია მწვანე ჟელეს ტექსტურა, რომელიც კანზე დატანისთანავე გამჭვირვალე ხდება. პროდუქტი აუმჯობესებს თვალის ჩრდილის ფერის მდგრადობას. ჟელესებრი ფორმულა ადვილად ნაწილდება ქუთუთოზე და ეფექტური ბაზაა როგორც ფხვიერ, ასევე კრემოვან ჩრდილებთან. უზრუნველყოფს სუფთა, თანაბარ და ნაკეცებისგან თავისუფალ ფინიშს, რაც იდეალურია გამოკვეთილი და გამძლე მაკიაჟის შესაქმნელად.
„კატრისის“ კორექტორი/ქონსილერი იდეალურია თვალის სიშავეებისა და სახის ნაკლოვანებების დასაფარად, არის ვეგანური, არ შეიცავს პარაბენებს. იდეალური პროდუქტია სრულყოფილი მაკიაჟისთვის.

მაკიაჟის ფიქსაციის სპრეი ყოველთვის კარგი არჩევანია, როცა ჩვენი კანის ტიპის ან წყლის ბაზაზე დამზადებული პროდუქტების გამო, მაკიაჟის მდგრადობას ვერ ვინარჩუნებთ. Catrice-ის ფიქსაციის სპრეის ფორმულა შექმნილია იმგვარად, რომ მისი გამოყენება შეიძლება პრაიმერად, დამამშვიდებელ სპრეიდ ან დასაფიქსირებლად მთელი დღის განმავლობაში.
მსუბუქი სპრეი შრება სწრაფად და უზრუნველყოფს ხანგრძლივ მოქმედებას. პროდუქტი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, არის ვეგანური და არ შეიცავს პარაბენებს.
მეტი პროდუქტის აღმოსაჩენად მიჰყევით ბმულს.
R