"კადრები, რომლებსაც თქვენთან ერთად, მეც პირველად ვხედავ" - ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორიას ფოტოალბომი: პატრიარქი ილია II - Marao

"კადრები, რომლებსაც თქვენთან ერთად, მეც პირველად ვხედავ" - ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორიას ფოტოალბომი: პატრიარქი ილია II

2026-03-23 10:43:19+04:00

"როგორც იცით, ამ დღეებში ჩემი გადაღებული პატრიარქის ფოტოები ტრიალებდა როგორც სატელევიზიო გადაცემებში, ასევე სამების სკათედრო ტაძრის მოედანზეც, მაგრამ მხოლოდ მე არ ვიყავი ამს ფოტოების ავტორი, ერთ-ერთი, ალბათ, ყველაზე საინტერესო ჩემს მეგობარ რამაზ ნაცლიშვილს ეკუთვნის - მადლობა მას...

  • "ერთმა ადამიანმა რამდენის მშობლობა შეძელით" - თიკა ფაცაცია პატრიარქს ემშვიდობება

უნდა ვთქვა, რომ ეს უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი ღონისძიება შესანიშნავად იყო ორგანიზებული, რამდენადაც ვიცი, თიკო რუხაძე და ბაკურ ბაკურაძე იყვნენ ავტორები და რეჟისორები... თუ ვცდები, მაპატიეთ! მადლობა მათ და ყველას, ვინც ხელი შეუწყო, რომ უნაკლოდ დამთავრებულიყო ჩვენი სულიერი მამის, ჩვენი საყვარელი პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია...

  • "მქონდა სურვილი ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი და მინდოდა, საქართველოში სულ პატარა სოფელში მოძღვარი გავმხდარიყავი" - ილია II-ის განვლილი გზა - მშობლები, და-ძმა, მოგონებები და ოცნებები

როგორც იცით, 2007 წლიდან ჩემს თავზე ავიღე პატრიარქის, ილია მეორეს ფოტომემატიანეობა, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და მრავალი ათასი კადრიც ავკრიფე ამ წლების განმავლობაში, ზოგიერთ კადრს მეც პირველად ვხედავ... მინდა შემოგთავაზოთ სწორედ ისეთი ფოტოები, რომლებსაც, თქვენთან ერთად, მეც პირველად ვხედავ... მადლობა, ჩემო პატრიარქო!" - წერს სოციალურ ქსელში ფოტოკორესპონდენტი ბადრი ვადაჭკორია. 

ilia-meore

ilia-meore

ilia-meore

ilia-meore

ilia-meore

ilia-meore

ilia-meore

ფოტოები: ბადრი ვადაჭკორია

საქართველოს პატრიარქი ილია II გარდაიცვალა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 17 მარტს კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმებმა მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა, ასაკისა და სხვა გართულებების გამო, პატრიარქის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნება ვეღარ მოხრეხდა. 

საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში 6-დღიანი გლოვა გამოცხადდა. მოქალაქეებს ამ დღეების მანძილზე, 24-საათიან რეჟიმში შეეძლოთ სამების საკათედრო ტაძარში მისვლა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ილია II-სთან გამომშვიდობება მაინც ვერ შეძლო, რადგან რიგები ეკლესიის ყველა შესასვლელის წინ კილომეტრს სცდებოდა. 

  • "ასეთია მარიამისეული გამომშვიდობება გამოლეულ, წუთისოფელმოჭმულ და დაღლილ მოხუცთან" - მარიამ როინიშვილის საგალობელი "კირიე ელეისონ"

ილია II 22 მარტს სამგლოვიარო პროცესიის თანხლებით სამების საკატედრო ტაძრიდან სიონის ტაძარში გადაასვენეს, სადაც მისი სამუდამო განსასვენებელია. პროცესიაში მოანწილეობა უამრავმა ადამიანმა მიიღო, რის გამოც თბილისის ცენტრალური ქუჩები გადაიკეტა. გზებზე, ხალხთან ერთად, იდგა ქართული ჯარი დროშებით ხელში, შენობებზე კი პატრიარქის ფოტოები და მისი ფრაზები იყო გადმოფენილი. 

"ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან, გამთლიანებული საქართველო რომ არ ვნახო", - ეს იყო ილია II-ის ოცნება და დაპირება - სატელევიზიო კომენტარებში უამრავმა ადამიანმა აღნიშნა, რომ ამ დიდმა ტრაგედიამ მართლაც გააერთიანა ყველა მიუხედავად ასაკისა, ეროვნებისა, რელიგიისა და პოლიტიკური შეხედულებისა.