სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 17 მარტს კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმებმა მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა, ასაკისა და სხვა გართულებების გამო, პატრიარქის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნება ვეღარ მოხრეხდა.
საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში 6-დღიანი გლოვა გამოცხადდა. მოქალაქეებს ამ დღეების მანძილზე, 24-საათიან რეჟიმში შეეძლოთ სამების საკათედრო ტაძარში მისვლა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ილია II-სთან გამომშვიდობება მაინც ვერ შეძლო, რადგან რიგები ეკლესიის ყველა შესასვლელის წინ კილომეტრს სცდებოდა.

ილია II 22 მარტს სამგლოვიარო პროცესიის თანხლებით სამების საკატედრო ტაძრიდან სიონის ტაძარში გადაასვენეს, სადაც მისი სამუდამო განსასვენებელია. პროცესიაში მოანწილეობა უამრავმა ადამიანმა მიიღო, რის გამოც თბილისის ცენტრალური ქუჩები გადაიკეტა. გზებზე, ხალხთან ერთად, იდგა ქართული ჯარი დროშებით ხელში, შენობებზე კი პატრიარქის ფოტოები და მისი ფრაზები იყო გადმოფენილი.
"ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან, გამთლიანებული საქართველო რომ არ ვნახო", - ეს იყო ილია II-ის ოცნება და დაპირება - სატელევიზიო კომენტარებში უამრავმა ადამიანმა აღნიშნა, რომ ამ დიდმა ტრაგედიამ მართლაც გააერთიანა ყველა მიუხედავად ასაკისა, ეროვნებისა, რელიგიისა და პოლიტიკური შეხედულებისა.
პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიას მთავრობის წარმოამდგენლებთან ერთად, არაერთი ცნობილი სახეც დაესწრო, მათ შორის აღმოჩნდა მაკა ასათიანიც. მაკა ასათიანი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება და ამიტომ მისი გამოჩენა განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ მოექცა.
მაკა ასათიანის ფოტო სოციალურ ქსელში გიორგი აბდალაძემ გააზიარა:

ფოტო: გიორგი აბდალაძე
მაკა ასათიანს ილია II-სთან პირადი ნაცნობობა აკავშირებდა - ის პატრიარქს პირადად არაერთხელ შეხვედრია. როგორც ცნობილია, მაკა ასათიანი ხშირად სტუმრობს თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიას და მრევლთან ერთად გალობს.