"ამ დროს სიონის ეზოში ისხდნენ პატრიარქი, მოლდოველი მონაზვნები და ორი ძალიან დიდი ძაღლი" - ია ფარულავას მოგონებები ილია II-ის შესახებ - Marao

"ამ დროს სიონის ეზოში ისხდნენ პატრიარქი, მოლდოველი მონაზვნები და ორი ძალიან დიდი ძაღლი" - ია ფარულავას მოგონებები ილია II-ის შესახებ

2026-03-23 11:35:08+04:00

ილია II-ის გარდაცვალების შემდეგ ადამიანები სულ უფრო ხშირად და გულწრფელად აზიარებენ საკუთარ მოგონებებს პატრიარქთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მათგანი კი მსახიობი ია ფარულავაც აღმოჩნდა, რომელსაც ილია II-თან პირადი ნაცნობობა აკავშირებდა:

"პატრიარქი კინოსახლში იყო მოსული ფილმის პრემიერაზე, მაშინ მკითხა, შენ ეკლესია რატომ დაივიწყეო. სინამდვილეში, ჩემი პირველი ქმარი მიშლიდა ხელს ტაძარში სიარულში. თუ არ ვცდები, 1983 წელი იყო, როცა სიონის გვერდით, ქარვასლაში მიმდინარეობდა გადაღებები, რომელში მონაწილეობას მეც ვიღებდი. ეს გადაღებები გვიანობამდე გრძელდებოდა, ამიტომ დედაჩემმა მომაკითხა. ამ დროს სიონის ეზოში ისხდნენ პატრიარქი, მოლდოველი მონაზვნები და ორი ძალიან დიდი ძაღლი. ეს გზა რომ ჩავიარე, ძაღლი მეცა, პატრიარქმა დაიჭირა და მითხრა - "ნუ გეშინია". 

ფადი ასლის მეუღლე როცა გავხდი და ამერიკიდან საქართველოში ჩამოვედი, მოვხვდი საპატრიარქოში ტრაპეზზე. ამ დროს მკითხა, შენ გათხოვილი ხარო კი-მეთქი, მივუგე, არაბი წარმოშობის კაცია-მეთქი. შეიცხადა, მაგრამ მაშინვე დავამატე, ქრისტიანია-მეთქი". 

  • „ვისწავლოთ ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ ცხოვრება...“ - ილია II სიყვარულზე, ოჯახზე, რწმენასა და სამშობლოზე: ამონარიდები ქადაგებებიდან

parulava

ილია მეორეს განვლილი გზა

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1977 წლიდან გარდაცვალებამდე.

ილია II-მ დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია 1960 წელს. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა. 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად. 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად შემოქმედელი ეპისკოპოსის ტიტულით. 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში და 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.

  • „მერე გაჩუმდა და ხმადაბლა თქვა, მინდა პალტო გაჩუქოო...“ - უცნობი ფოტოები და უცნობი ამბავი ილია II-ზე: Armani-ს პალტო და ლეგენდა, რომელიც ნივთზე ძვირფასი აღმოჩნდა 

 ilia-meore

1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრება.

ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები, წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი; დაარსდა გაზეთები. 1988 წელს ილია II-ის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოიტანეს თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები. იხილეთ სრულად