"2 წელი - ერთი გული" - ეთერ ლიპარტელიანი და თემურ ნოზაძე ქორწინების 2 წელს აღნიშნავენ - Marao

"2 წელი - ერთი გული" - ეთერ ლიპარტელიანი და თემურ ნოზაძე ქორწინების 2 წელს აღნიშნავენ

2026-03-23 12:55:48+04:00

ძიუდოისტების, ეთერ ლიპარტელიანის და თემურ ნოზაძეს ქორწინებიდან 2 წელი გავიდა. 

"2 წელი - ერთი გული. ერთი ჩვენ! მიყვარხარ. 

და ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი უსასრულობის", - წერს ეთერ ლიპარტელიანი და ქორწილიდან კადრებს აქვეყნებს.

eter-liparteliani

  • ქართველი ჩემპიონის ცხოვრება ტატამზე და მის მიღმა: "გონებაში მაინც ბოლომდე ვერ ვუშვებდი, რომ ეს პატარა გოგონა ამხელა შეჯიბრებაზე ასპარეზობას შეძლებდა" 

ეთერ ლიპარტელიანი და თემურ ნოზაძე 

2024 წლის თბილისის გრანდ სლემზე გამარჯვების შემდეგ, ასევე ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ ეთერ ლიპარტელიანს ხელი სთხოვა. კადრები სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა. 

მოგვიანებით, 2024 წლის ოქტომბერში წყვილმა ქორწილი გადაიხადა. სპორტსმენი წყვილის ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

"ჩვენ ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ, 15 წლი­სა­ნი ვი­ყა­ვით, როცა შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, მა­ნამ­დე ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. თე­მუ­რიც სპორ­ტსმე­ნია და ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებ­დით გა­მოც­დი­ლე­ბას, სი­ხა­რულ­საც და მარ­ცხსაც, ვფიქ­რობ, ამა­სო­ბა­ში ჩვენ ერ­თმა­ნე­თი გავ­ზარ­დეთ. მას დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში. შარ­შან დავ­ქორ­წინ­დით, პირ­და­პირ ტა­ტა­მი­ზე მთხო­ვა ხელი," - ამბობდა ეთერი.

eter-liparteliani

  • თემურ ნოზაძის ემოციები ეთერ ლიპარტელიანის გამარჯვების შემდეგ 

ერთ-ერთ ინტერვიუში ეთერი ამბობდა, რომ ცოლ-ქმარი ერთად ხშირად ვარჯიშობს და მეუღლე ხშირად იმარჯვებს:

„მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ადამიანი შემახვედრა. თემო თვითონაც სპორტსმენია, ერთად ვჭიდაობთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთმანეთს გვერდში დავუდგებით და მომავალში დიდ წარმატებებს მივაღწევთ”, - ამბობდა “თბილისელებთან“ ინტერვიუში ლიპარტელიანი. 

ეთერ ლიპარტელიანის განვლილი გზა 

ეთერ ლიპარტელიანი ლენტეხში დაიბადა, სადაც მისი სპორტული კარიერა დაიწყო. 8 წლის ასაკში, გარშემომყოფების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შეძლო ძიუდოზე სიარული. 10 წლის ასაკში რუსთავში გადავიდა საცხოვრებლად და ვარჯიში მწვრთნელ,  კახა მოცარიძესთან გააგრძელა.

ეთერი 2015 და 2016 წლებში ევროპის ზაფხულის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალსა და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ფინეთში პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ასევე პირველი ადგილი დაიკავა 2019 წელს ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოში. ამავე წელს,  იჟევ­ს­კ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბამ­დე მას სუპერვარსკვლავი უწოდეს. 

  • "ჩვენ, ქა­ლებ­მა და­ვამ­სხვრი­ეთ სტე­რე­ო­ტი­პე­ბი..." - ძლიერი, ლამაზი და შთამბეჭდავი ეთერ ლიპარტელიანის ამბავი 

2024-2025 წლებში ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ-სლემის გამარჯვებული ზედიზედ ორჯერ გახდა. 2024 წლის გამარჯვება ლიპარტელიანისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან ამ წარმატებასთან ერთად, მან ოჯახიც შექმნა:

„დაუჯერებელი ემოციებია. ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერე, რა მოხდა ჩემს თავს – ჯერ ის, რომ ჩემპიონი გავხდი და ისტორიაში პირველმა ქართველმა ოქროს მედალი მოვიპოვე, რამდენიმე წამში კი საყვარელმა ადამიანმა ხელი მთხოვა. შეიძლებოდა, ის შეჯიბრება წამეგო და დაღონებული შევხვედროდი ხელის თხოვნას, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემპიონი გავხდი და ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით”, - ამბობდა ეთერ ლიპარტელიანი „თბილისელებთან“ ინტერვიუში.