სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 17 მარტს კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმებმა მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა, ასაკისა და სხვა გართულებების გამო, პატრიარქის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნება ვეღარ მოხერხდა.
საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში 6-დღიანი გლოვა გამოცხადდა. მოქალაქეებს ამ დღეების მანძილზე, 24-საათიან რეჟიმში შეეძლოთ სამების საკათედრო ტაძარში მისვლა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ილია II-თან გამომშვიდობება მაინც ვერ შეძლო, რადგან რიგები ეკლესიის ყველა შესასვლელის წინ კილომეტრს სცდებოდა.
ილია II-ის დაკრძალვა
ილია II 22 მარტს სამგლოვიარო პროცესიის თანხლებით სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძარში გადაასვენეს, სადაც მისი სამუდამო განსასვენებელია. პროცესიაში მონაწილეობა უამრავმა ადამიანმა მიიღო, რის გამოც თბილისის ცენტრალური ქუჩები გადაიკეტა. გზებზე, ხალხთან ერთად, იდგა ქართული ჯარი დროშებით ხელში, შენობებზე კი პატრიარქის ფოტოები და მისი ფრაზები იყო გადმოფენილი.
"ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან, გამთლიანებული საქართველო რომ არ ვნახო", - ეს იყო ილია II-ის ოცნება და დაპირება - სატელევიზიო კომენტარებში უამრავმა ადამიანმა აღნიშნა, რომ ამ დიდმა ტრაგედიამ მართლაც გააერთიანა ყველა მიუხედავად ასაკისა, ეროვნებისა, რელიგიისა და პოლიტიკური შეხედულებისა.
ილია II-ის პანაშვიდებს სამებისა და სიონის ტაძრებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ოჯახებთან ერთად დაესწრნენ, მათ შორის იყვნენ" ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე, მათი ვაჟი, ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და თამარ ბაგრატიონი, თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე და სხვები.
ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძებერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძემიხეილ ყაველაშვილი და თამარ ბაგრატიონიკახა კალაძე და ანუკი არეშიძემამუკა მდინარაძე და ნათია კუნჭულიაშალვა პაპუაშვილი და გვანცა სუთიძეირაკლი კობახიძე შვილებთან ერთად