ლელა კილაძისა და გიორგი ცაგარელის წყვილი დღეს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილია. ისინი მუდმივად ექცევიან საზოგადოების ყურადღების ქვეშ.
ლელა და გიორგი პორტუგალიაში ისვენებენ და Quinta da Regaleira-დან გადაღებულ კადრებს აქვეყნებენ.


ლელა კილაძის პარტნიორი მუსიკოსი გიორგი ცაგარელია. მათ ცოტა ხნის წინ პირველი საერთო შვილი შეეძინათ, რომელსაც ანდრია დაარქვეს. ანდრია ლელასთვის მეხუთე, გიორგისთვის კი - პირველი შვილია.
ლელა კილაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ის თბილისის იმდროინდელი მერის, გიგი უგულავას მეუღლე გახდა. ორივე მათგანისთვის ეს მეორე ქორწინება იყო.
ლელა კილაძემ და გიგი უგულავამ ერთმანეთი მერიაში გაიცნეს. ლელა მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. მაშინ ორივეს ჰყავდა ოჯახი და შვილები. გიგის ცოლი თაკო ცაგურია იყო, ლელას ქმარი - ნიკა მაჭარაძე. ლელა კილაძე დიდხანს მალავდა უგულავასთან რომანს.

რამდენიმეწლიანი ტანაცხოვრების შემდეგ, ხმები უგულავას და კილაძის დაშორების შესახებ პერიოდულად ვრცელდებოდა. დაშორების შესახებ გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა:
"მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბულვარული და ყვითელი მითქმა-მოთქმა. მოკლედ, მე და ლელამ 6-წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ დაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ", - წერდა უგულავა.
ლელა კილაძის მესამე მეუღლე გუკა რჩეულიშვილი გახდა:
„მტკვარზე მივედი, ლელა თავის მეგობრებთან ერთად იყო და რაღაცნაირად მივხვდი, რომ ჩემთან ერთად იქნებოდა. მაშინ მეც სხვა ცოლი მყავდა და ლელასაც სხვა ქმარი ჰყავდა. არ ვიცი, რატომ ვიფიქრე ასე, ვიგრძენი“, – ამბობდა გუკა რჩეულიშვილი მათ პირველ შეხვედრაზე.
წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის მანძილზე მალავდა, თუმცა ყველაფერი მაშინ გაირკვა, როდესაც ლელა კილაძის ორსულობის შესახებ ინფორმაცია მისმა მომავალმა მამამთილმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა გაავრცელა. გუკა ამ დროს ციხეში იმყოფებოდა.
გუკა რჩეულიშვილი მეუღლის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო დააკავეს. მართალია, სასამართლომ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ საპატიმრო ოთხ თვეში დატოვა. ციხის დატოვების შემდეგ ლელამ და გუკამ თანაცხოვრება გააგრძელეს, მათი წყვილი თითქოს ძველებურად ბედნიერი ჩანდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გუკა ხშირად ჩადიოდა კიევსა და სხვა ქალაქებში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. როდის დასრულდა წყვილის ურთიერთობა, უცნობია.
„ეს იყო, რთული მომენტი. რადგან აღმოჩნდა, რომ თავის თავს საფრთხეს უქმნიდა და ჩვენს ოჯახს უქმნიდა საფრთხეს. მაიამ და რუსომ ციხიდან ძალა მომცეს. ასე რომ არ ყოფილიყო, მარტოს გამიჭირდებოდა. თრინითიმ განიცადა ეს ყველაფერი. ახლა ძალიან ბედნიერია, სახლში რომ მოდის და გუკას ხედავს, ეხუტება და ასეა ყოველთვის“, – იხსენებდა ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლელა კილაძეს გიორგი ცაგარელთან ჰქონდა ურთიერთობა.
ლელა კილაძე საკუთარი ცხოვრების შესახებ არასდროს საუბრობს ხმამაღლა, თუმცა მაინც ახერხებს, ყოველთვის იყოს ყურადღების ცენტრში. ბოლო დროს კი მან მედიის ინტერესი საკუთარი შემოქმედების წყალობით დაიმსახურა. "ბაღი, სადაც გადავრჩი" - ასე დაარქვა ლელა კილაძემ პერსონალურ გამოფენას, რომელიც „რუმს ჰოტელში“ გაიმართა. ლელამ აღნიშნა, რომ ხატვა რთულმა პერიოდმა და ემოციებმა დააწყებინა:
"2017 წელს დავიწყე ხატვა. თვითნასწავლი მხატვარი ვარ. ძალიან რთული პერიოდი მქონდა - მაგ პერიოდში პირველად რომ შევძელი ჩემი ემოცია, შიგნიდან რაც მაწუხებდა, ფურცელზე გადმომეტანა, მერე მივხვდი, რომ ამისგან გავთავისუფლდი, მაშინ დავიწყე ხატვა. მას მერე სულ ვხატავ. ეს არის ის სამყარო, რაც მე მაინტერესებს".
ცხოვრების ამ ეტაპზე გიორგი ცაგარელი და ლელა კილაძე ერთად ზრდიან შვილს, ანდრიას, მოგზაურობენ და პერიოდულად დეტალებს საკუთარი ცხოვრების შესახებ გამომწერებსაც უზიარებენ.