"პატრიარქმა ჯერ არ იცოდა, რომ ხათუნა ავად იყო, უფრო სწორად ჩვენ ნათქვამი არ გვქონდა, თორემ მან იცოდა, იმიტომ რომ ჩვენი უწმინდესი ყველაფერს ხედავდა. ერთხელაც ხმით ვტიროდი და ლოცვა მიმდინარეობდა. ამ დროს დამიძახა: ნინი მოდიო და ყურში ჩამჩურჩულა - "ხომ იცი უფალი მოწყალეა და ნუ გეშინია ნურაფრის, ყველაფერი კარგად იქნება". იქვე თავისი მშვიდი, დინჯი ტონით მიაყოლა, რომ "კალენდულას ჩაი დაალევინე" და მე ისეთი დაბნეული სახით ვუყურებდი, რომ იქვე მითარგმნა იგივე გულყვითელაო. ძალიან დაბნეული წამოვედი და მერე მივხვდი რატომ მითხრა ეს.
აქ კონკრეტულ ჩაიზე არ იყო საუბარი. მან იმედი ჩაგვისახა, რადგან რწმენა როცა გაქვს სხვანაირად მიჰყვები გზას.
პატრიარქს ხილი რომ მიუტანეს, მაშინ დაცვის უფროსს ვანოს უთხრა - "ნინის მიუტანეთ, ნინიმ ჭამოს".
ჩემს ემოციურ ფონზე უთხრა, რომ „ჩემი საგალობელი ჩართეთო“ და ნუ იქ დასრულდა, ძლივს გამოვედი. იქიდან გამოსულმა ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ომი უკვე მოგებული გვქონდა" - ამბობს ნინი ქარსელაძე "დღის პოსტის" ეთერში.
ხათუნა ჟორდანიას შესახებ მედიაში ხშირად გავრცელებულია ჭორები - იგი წლების წინ საზოგადოების კრიტიკის საგანიც გამხდარა.
ხათუნა ჟორდანიას უფრო ძმა, მერაბ ჟორდანია მაკა ასათიანის პირველი ქმარი იყო. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს. ხათუნას ძმასთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს:
ხათუნას პირველი მეუღლე თეკუჩა ქარსელაძე იყო. 90-იანებში ხათუნას, როგორც გამორჩეული გარეგნობის გოგოს, ბევრი ეტრფოდა, მაგრამ მისი და თეკუჩას სიყვარულმა ყველა აალაპარაკა.
თეკუჩა ქარსელაძე 2019 წელს გარდაიცვალა. - იგი კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს და აპარატზე იყო შეერთებული, არ უმუშავებდა არც ერთი ფილტვი.
ხათუნა ჟორდანიას მეორე ქმარი მომღერალი ზურა ხაჩიძეა. მათ ერთმანეთი დუეტის ჩაწერის დროს გაიცნეს. კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს იდეა დაებადა, რომ ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილ ნინი ქარსელაძესთან ერთად ჩაეწერა სიმღერა. დუეტი შედგა და მალევე ჰიტად იქცა.

"ვატყობდი, რომ ზურას მოვწონდი, მაგრამ ეს სერიოზულად არ მიმიჩნევია, რადგან ჩემზე გაცილებით უმცროსი იყო. ბიჭებს არაერთხელ დაურეკავთ ჩემთვის და უთქვამთ, ზურა საწოლიდან ვერ დგება, ისე ენატრები და შენი ნახვა უნდაო. იყო პერიოდი, როცა ზურა თავისი გრძნობით მაბრაზებდა კიდეც. ჩვენ სამებაში დავიწერეთ ჯვარი. თითქმის ყველა ჟურნალის გარეკანზე ჩვენი ფოტოები იყო დაბეჭდილი" - იხსენებდა ხათუნა ჟორდანია.
წყვილს ერთი საერთო შვილი, ანასტასია ხაჩიძე ჰყავს.
ხათუნა ჟორდანიამ რამდენიმე წლის წინ მძიმე დაავადება – სიმსივნე დაამარცხა და იმედი გახდა ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომლებსაც ამ რთული ეტაპის გავლა უწევთ. ამ ბრძოლაში ხათუნასთან ერთად მისი მეგობრები და ოჯახის წევრებიც იყვნენ და ყოველთვის გვერდით ედგნენ. ნინი ქარსელაძე ხშირად აქვეყნებდა ინფორმაციასა და ფოტოებს დედის ჯანმრთელობის შესახებ.