თამარ ბაგრატიონის გამოსვლა ქართულ ენაზე: მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე გლობალურ სამიტზე "ერთად უკეთესი მომავლისთვის" - Marao

თამარ ბაგრატიონის გამოსვლა ქართულ ენაზე: მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე გლობალურ სამიტზე "ერთად უკეთესი მომავლისთვის"

2026-03-25 10:11:28+04:00

თამარ ბაგრატიონის გამოსვლა გლობალურ სამიტზე "ერთად უკეთესი მომავლისთვის"

"პირველ რიგში, მსურს გულითადი მადლიერება გამოვხატო ჩვენი მასპინძლის, ქალბატონ მელანია ტრამპის მიმართ. ისტორია დაგიმახსოვრებთ, რომ სწორედ თქვენ შემოიკრიბეთ 45 ქვეყნის წარმომადგენელი ერთ მაგიდასთან და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად აქციეთ. 

  • საქართველოს პირველი ლედის იშვიათი კადრები: თაუ ბაგრატიონის ფოტოები ოფიციალური ვიზიტიდან

მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინად მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა. მას მტკიცედ სწამდა, რომ მმართველის სიდიადე იმით იზომება, თუ როგორ იცავს იგი მათ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს მფარველობას. ჩემთვის, როგორც პირველი ლედისთვის, მისი სახელის ტარება და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მემკვიდრეობის წარმომადგენლობა ერთდროულად უდიდესი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა. 

tamar-bagrationi

დღეს ჩვენ ერთი საერთო პასუხისმგებლობა გვაერთიანებს - ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი. როგორც პირველი ლედი, მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას და უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ როგორც ოთხი შვილის დედა, ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის და განიცდის ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვის უწყვეტ პასუხისმგებლობას.  ყველა მშობლისთვის ნაცნობია ის ჩუმი დაძაბულობა, რომელსაც გულით ვატარებთ: სურვილი, დავიცვათ ჩვენი შვილები საფრთხისგან. ამავდროულად, მივცეთ მათ თავისუფლება - გაიზარდონ, შეიმეცნონ და ისარგებლონ სწრაფად განვითარებადი ეპოქის შესაძლებლობებით. ამ ბალანსის პოვნა მარტივი არ არის, ეს ყოველდღიური გამოწვევაა. ჩუმი, უხილავი, თუმცა ძალზე რეალური  საზრუნავი, რომელსაც იზიარებს ყველა ოჯახი მთელ მსოფლიოში. 

  • ვინ არის საქართველოს პირველი ლედი? - მეორე ქორწინება, ოთხი შვილი და ცნობილი და: თამარ ბაგრატიონის პორტრეტი

ჩვენ არ შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ მათ უსაფრთხოებასა და განვითარებას შორის. ჩვენი ვალია, ორივე მათგანი უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა გონივრულ გადაწყვეტილებებს, ისეთ მიდგომებს, რომლებიც ჩვენს შვილებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ განვითარდნენ და შექმნან ინოვაციები, არამედ დარჩნენ ღია, ცნობისმოყვარენი და ახლო კავშირში გარე სამყაროსთან, ჰქონდეთ თამაშისა და სოციალიზაციის თავისუფლება, რათა მომავალში თავდაჯერებულებმა შეაბიჯონ.  საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ყოვლისმომცველი ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე. ჩვენი ეროვნული მიდგომა „შუა გზის“ პრინციპს ეფუძნება. ეს არის ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ინოვაციების დაბალანსებას ადამიანის ღირსების, ფუნდამენტური უფლებებისა და, უპირველეს ყოვლისა, ბავშვთა უსაფრთხოების დაცვასთან," - ეს იყო მიხეილ ყაველაშვილის მეუღლის, თამარ ბაგრატიონის სიტყვა, რომელიც მან აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გამართულ გლობალურ სამიტზე "ერთად უკეთესი მომავლისთვის". სამიტს 45 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ თამარ ბაგრატიონმა ინგლისურ ენაზე მიმართა.

ღონისძიების მიზანია, ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების უზრუნველყოფა.

tamar-bagrationi