"წინ, მიზნებისკენ - შემდეგი თავი ჯერ ახლა იწყება" - რას წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე - Marao

"წინ, მიზნებისკენ - შემდეგი თავი ჯერ ახლა იწყება" - რას წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე

2026-03-25 10:07:09+04:00

ხმაურიანი განქორწინების შემდეგ, ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკუტეგი სოციალურ ქსელში აქტიურობით აღარ გამოირჩევა. ის იშვიათად აქვეყნებს როგორც საკუთარ, ისე ქალიშვილის ფოტოებს. თუმცა რამდენჯერმე გააზიარა სხვადასხვა ტიპის ფრაზა თუ მიმართვა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მის ცხოვრებაში ბოლო დროს განვითარებულ ამბებს ეხება. 

"დაუოკებელ ძალაში დიდებული სიმშვიდეა. მადლი, შეუჩერებელი სულისკვეთება და მზერა მხოლოდ წინ, მიზნებისკენ. შემდეგი თავი ჯერ ახლა იწყება", - წერს ჯორჯინა უზკატეგუი.

  • ილია თოფურია სასამართლო დარბაზს ღიმილით ტოვებს – რა მოხდა სასამართლოში 

ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკუტეგის ხმაურიანი განქორწინება

ილია თოფურია და მისი ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც უცხოური მედია წერდა, გან­შო­რე­ბას თან ახ­ლდა სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი გა­მოწ­ვე­ვა: ჯორ­ჯი­ნა უზკატეგუი ბა­დე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თო­ფუ­რი­ას აქ­ტი­ვე­ბის 50%-ს ითხოვს, მა­შინ, რო­დე­საც ჩემ­პი­ო­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქო­ნე­ბა და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ქო­ნებ­რი­ვი დავა სე­რი­ო­ზუ­ლი მას­შტა­ბი­საა.

ქონებრივი დავის პარალელურად, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელმა და ილია თოფურიამ საერთო შვილის მეურვეობის საკითხიც უნდა გადაეწყვიტათ. 

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღე რთული გადაწყვეტილება, დროებით შემეწყვიტა ჩემი ტიტულის დაცვა. ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელიც მსუბუქად მივიღე. თუმცა, როდესაც წარმოიქმნება გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შენს პირად მთლიანობას, შენს ოჯახსა და რეპუტაციას, დგება მომენტი, როდესაც უნდა იმოქმედო. ბოლო თვეების განმავლობაში, მე გავხდი მძიმე და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი, მათ შორის, ოჯახში ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებების გავრცელების მუქარით, თუ ფინანსური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.

  • ჰუგო და ჯორჯინა მამასთან ერთად: "ვტკბები ყოველი წამით, რასაც ცხოვრება მაძლევს" 

ilia-topuria

ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. ყველა შესაბამისი მტკიცებულება ფრთხილად იყო შენახული და დოკუმენტირებული, მათ შორის აუდიოჩანაწერები, წერილობითი კომუნიკაციები, მოწმეთა ჩვენებები და ვიდეომასალა. ეს მტკიცებულებები წარედგინა შესაბამის სასამართლო ორგანოებს, რათა აღძრულიყო სამართლებრივი ქმედებები გამოძალვის მცდელობის, მტკიცებულებების გაყალბების, თანხებისა და პირადი ქონების უკანონო მითვისების და მრავალჯერადი მუქარის ბრალდებით. 

დუმილის შესახებ ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემი შვილების დასაცავად მივიღე, რომლებიც ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, მივხვდი, რომ ამ ვითარებაში დუმილი სიმართლეს არ იცავს - ის ცრუ ნარატივებს საშუალებას აძლევს, გაბატონდეს.

ბევრ ადამიანს მსგავსი სიტუაცია შეექმნა და სასამართლო სისტემამ არაერთხელ დააზუსტა ფაქტები. დღეს მე არა მხოლოდ ჩემი ოჯახისა და საკუთარი თავისთვის ვდგავარ წინ, არამედ იმის საჩვენებლადაც, რომ არავინ უნდა იყოს იძულებული, დაემორჩილოს დაშინებას, მანიპულირებას ან შიშს. მათ, ვინც მიცნობს, შეუძლიათ დაადასტურონ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა რაიმე სახის ძალადობაში და რომ ჩემი ცხოვრება და კარიერა ყოველთვის დისციპლინით, პატივისცემითა და პატიოსნებით იყო განპირობებული. იხილეთ სრულად